რობი უილიამსმა 8 წლის მანძილზე პირველად დაიპყრო მუსიკალური ჩარტი

 რობი უილიამსმა 8 წლის მანძილზე პირველად დაიპყრო მუსიკალური ჩარტი

ცნობილი მომღერალი რობი უილიამსი 8 წლის მანძილზე მუსიკალური ჩარტის სათავეში პირველად მოექცა. ამჯერად პირველობა მისმა ახალმა სიმღერამ, Candy-მ მოიპოვა.

Candy რობის რიგით მე-14 სინგლია, რომელმაც ჩარტების დაპყრობა შეძლო. სიმღერა რობის ახალი ალბომიდან - Take The Crown-იდან არის.

"ნომერი პირველი! მადლობა ყველას ამისთვის", - განაცხადა ვარსკვლავმა OfficialCharts.com-თან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ რობის ეს სიმღერა 137 000 ეგზემპლარად, გავლენიანი Radio 1-ის დახმარების გარეშე გაიყიდა. ბრიტანული რადიოს წარმომადგენლების თქმით, მათ ვარსკვლავს მხარი მისი ასაკის გამო არ დაუჭირეს. Radio 1-ის განცხადებით, რობი ზედმეტად ბებერია მათ ჩარტში პირველობისთვის, თუმცა გაყიდული სინგლების რაოდენობამ მათ მოლოდინს გადააჭარბა.

რობი უილიამსს პირველობის დამადასტურებელი პრიზიც გადასცეს.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება