ბანკმა "რესპუბლიკამ" თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტები ეროვნულ მუზეუმში მიიწვია

ბანკმა "რესპუბლიკამ" თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტები ეროვნულ მუზეუმში მიიწვია

ბანკმა "რესპუბლიკამ" თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის, ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტები ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის გალერეაში მიიწვია. მათ ხელოვნების ექსპერტმა, ქეთევან კინწურაშვილმა მასტერკლასი ჩაუტარა. მასტერკლასის თემა იყო ემიგრანტი მხატვრის - ვერა ფაღავას ცხოვრება და შემოქმედება.

ქეთევან კინწურაშვილმა სტუდენტებს გალერეის მოკლე ექსკურსი ჩაუტარა, რის შემდეგაც საგამოფენო დარბაზში, ვერა ფაღავას ნახატების გარემოცვაში მისი შემოქმედების უნიკალურობაზე დეტალურად ისაუბრა. ეროვნულ გალერეაში ვერა ფაღავას ნახატების გამოფენა სექტემბრის შუა რიცხვებში გაიხსნა.

კორპორაციული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის თეიკო კანდელაკის განცხადებით, "ბანკ "რესპუბლიკისთვის", როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საბანკო დაწესებულებისათვის, მნიშვნელოვანია მოსწავლე ახალგაზრდობასთან, სტუდენტებთან და ზოგადად მომავალ თაობასთან ურთიერთობა და მათ ღირებულებათა სისტემის შექმნაში მონაწილეობა.

ბანკი "რესპუბლიკა" 2006 წლიდან ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალის" წევრი საფინანსო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და ამჟამად საცალო და კორპორაციული მომსახურების ბაზარზე წამყვანი პოზიცია უკავია. ბანკი 38 ფილიალის მფლობელია.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა