გორის წისქვილკომბინატის ყოფილი მფლობელი ქონების წართმევაში ოქრუაშვილს და სააკაშვილს ადანაშაულებს

გორის წისქვილკომბინატის ყოფილი მფლობელი ქონების წართმევაში ოქრუაშვილს და სააკაშვილს ადანაშაულებს

გორის წისქვილკომბინატის "ფორტეს" ყოფილი მფლობელი და დირექტორი მირიან ოქროშიაშვილი ქონების წართმევაში ოქრუაშვილს და სააკაშვილს ადანაშაულებს. ოქროშიაშვილის განცხადებით, ის საწარმოს დასაბრუნებლად სამართლებრივ გზებს მიმართავს. ქონების წართმევაზე საუბრობს კიდევ ერთი თანამფლობელი გოგიტა ორთანეზაშვილი. წისქვილკომბინატი ამჟამად აზერბაიჯანულ კომპანიას ეკუთვნის. აზერბაიჯანელებმა ის შპს "ლემისესგან" შეიძინეს.

"ფორტე" 2004 წლის შემოდგომაზე დროებით დაიხურა. დახურვის მიზეზი წილების სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებული პრობლემები იყო. ოქრუაშვილის გუნდის წევრები - შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ ქარელი და რაიონის გამგებელი ნუგზარ პაპუნაშვილი "ფორტეს" გადმოცემას და ჩუქებას ელოდებოდნენ.

დაახლოებით ორ თვეში, 2004 წლის 15 დეკმბერს წისქვილკომბინატის ოთხმა თანამფლობელმა კომპანია მართლაც ნებაყოფლობით გააჩუქა, ოღონდ საჩუქარი არა სახელმწიფომ, არამედ 13 დღით ადრე, ანუ ამავე წლის 2 დეკემბერს დაფუძნებულმა შპს "ლემისემ" მიიღო. შპს "ფორტეს" ოთხი მეწილიდან საკუთარი წილი სრულად სამმა დათმო: გიორგი ორთანეზაშვილმა - 24.25%; ვასილ ქიტიაშვილმა - 12.25%; მერაბ დათვიაშვილმა - 12.25%. მეოთხე, ყველაზე მსხვილმა მფლობელმა მირიან ოქროშიაშვილმა კი, თავისი კუთვნილი 51%-იდან 46% დათმო, ასე გახდა ახალშექმნილი "ლემისე" საქართველოში უმსხვილესი წისქვილკომბინატის "ფორტეს" 95%-იანი წილის მფლობელი.

"ლემისემ" უსასყიდლოდ მიღებული "ფორტე" 2010 წლის 28 ივლისს შპს "კარმენს" (აზერბაიჯანულ კომპანიას) მიჰყიდა. ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ "ლემისემ" ობიექტი 4 720 000 დოლარად გაყიდა. თუ გამოვაკლებთ დაბანდებულ ინვესტიციას 300 000 დოლარის ოდენობით, ამ ობიექტიდან "ლემისემ" 4 420 000 დოლარი მოგება მიიღო.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა