პარტნიორები:

    ბიძინა ივანიშვილი რუსთავის ციხის მოვლენებში საბოტაჟის ნიშნებს ხედავს

    ბიძინა ივანიშვილი რუსთავის ციხის მოვლენებში საბოტაჟის ნიშნებს ხედავს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი რუსთავის ციხეში მიმდინარე მოვლენებში საბოტაჟის ნიშნებს ხედავს. როგორც კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით

    ჰქონდა შეხვედრა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა მინისტრთან, სოზარ სუბართან.

    "ის სწავლობს, მუშაობს ამ თემაზე და კარგად ერკვევა, რა ხდება. იქაც არის საბოტაჟის ნიშნები. არის ეჭვები, რომ ეს ვიღაცების მიერ ორგანიზებულია. უახლოეს დროში გავერკვევით ალბათ და დავალაგებთ სიტუაციას", - განაცხადა ივანიშვილმა.

    რუსთავის #16 დაწესებულებაში ორი დღეა დაძაბული ვითარებაა.

    "ინტერპრესნიუსი"

    LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

    "ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

    უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა