სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბიძინა ივანიშვილი - სპეციალური წარმომადგენლის მუშაობას სააკაშვილის პრეზიდენტობა ხელს არ შეუშლის
ბიძინა ივანიშვილი - სპეციალური წარმომადგენლის მუშაობას სააკაშვილის პრეზიდენტობა ხელს არ შეუშლის

რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის მუ­შა­ო­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბა ხელს არ შე­უშ­ლის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კან­ცე­ლა­რი­ა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვილს არ აქვს უფ­ლე­ბა, ეს პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­როს.

"მე არ ვიცი, რუ­სეთ­ში რო­გორ აღიქ­ვა­მენ სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას. ჩვენ არ გვქო­ნია ჯერ არა­ვი­თა­რი, არც ფორ­მა­ლუ­რი და არც არა­ფორ­მა­ლუ­რი შე­ხე­ბა რუ­სულ დიპ­ლო­მა­ტი­ას­თან და კრემლთან. თვი­თონ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტად ყოფ­ნა ყვე­ლა­ზე ცოტა ხელს არ უწყობს იმის შემ­დეგ, რა პრო­ვო­კა­ცი­ე­ბიც მან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 2008 წელს და მა­ნამ­დე არა­დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, რო­მე­ლიც მან რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნა, მე მგო­ნი დღემ­დე ტო­ვებს გარ­კვე­ულ აგ­რე­სი­ას რუ­სე­თის მხრი­და­ნაც", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

ამას­თან, ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ში არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს ეკ­ლე­სი­ის ფაქ­ტო­რიც.

"რაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­ლიბ­დე­ბო­და, ყვე­ლა­ფერს გა­მო­ვი­ყე­ნებთ. ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა ეკ­ლე­სი­ებს შო­რის და ესეც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად აღ­ვად­გი­ნოთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ორ მე­გობ­რულ ერს შო­რის", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბიძინა ივანიშვილი - სპეციალური წარმომადგენლის მუშაობას სააკაშვილის პრეზიდენტობა ხელს არ შეუშლის

ბიძინა ივანიშვილი - სპეციალური წარმომადგენლის მუშაობას სააკაშვილის პრეზიდენტობა ხელს არ შეუშლის

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის მუშაობას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა ხელს არ შეუშლის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს არ აქვს უფლება, ეს პროცესი შეაჩეროს.

"მე არ ვიცი, რუსეთში როგორ აღიქვამენ საქართველოს დღევანდელ სიტუაციას. ჩვენ არ გვქონია ჯერ არავითარი, არც ფორმალური და არც არაფორმალური შეხება რუსულ დიპლომატიასთან და კრემლთან. თვითონ სააკაშვილის პრეზიდენტად ყოფნა ყველაზე ცოტა ხელს არ უწყობს იმის შემდეგ, რა პროვოკაციებიც მან განახორციელა 2008 წელს და მანამდე არადიპლომატიური გამონათქვამები, რომელიც მან რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ გამოიყენა, მე მგონი დღემდე ტოვებს გარკვეულ აგრესიას რუსეთის მხრიდანაც", - განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაში არ არის გამორიცხული, გამოყენებული იყოს ეკლესიის ფაქტორიც.

"რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, ყველაფერს გამოვიყენებთ. ძალიან მეგობრული ურთიერთობაა ეკლესიებს შორის და ესეც დაგვეხმარება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ურთიერთობები ორ მეგობრულ ერს შორის", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა