კახი კალაძე - "პროგრესბანკის" და "კალა კაპიტალის" მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს"

კახი კალაძე - "პროგრესბანკის" და "კალა კაპიტალის" მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს"

"პროგრესბანკის" და "კალა კაპიტალის" მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ განუცხადა.

რაც შეეხება "საქჰიდროენერგომშენს" კალაძე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.

ამასთან კახა კალაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რომ "სოკარის" მხრიდან "იტერა საქართველოს" შეძენა ახდენს თუ არა მონოპოლიის ნიშნებს, რაზეც კალაძემ უპასუხა, რომ არა მარტო ენერგეტიკულ სფეროში, არამედ ნავთობის სფეროშიც არ იქნება მონოპოლიები.

"ჩვენ ვიცით რა მდგომარეობა იყო, ფაქტობრივად "გალფს" ჰქონდა ყველაფერი აღებული, მათ გარეშე ვერაფერს შემოიტანდი და გაყიდდი. არც ერთ ბიზნესსაქმიანობაში არ იქნება მონოპოლიები და ეს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მიზანია", - განაცხადა კახი კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ