ლაგოდეხის რაიონის სოფელ გურგენიანში სკოლის დირექტორის სიმონ ნარეშელაშვილის ოჯახს წუხელ, გვიან ღამით თავს დაესხნენ. დაზარალებულების განცხადებით, იარაღის გამოყენებით მათგან ფულს ითხოვდნენ.
სოფელ ნინიგორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, თენგიზ სამხარაძის განცხადებით, ლაგოდეხის პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. საქმეს ლაგოდეხის პოლიცია იძიებს.