ირაკლი ალასანია - დავით კეზერაშვილი იარაღის შესყიდვაში იყო ჩართული

ირაკლი ალასანია - დავით კეზერაშვილი იარაღის შესყიდვაში იყო ჩართული

"თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ჩართული იყო იარაღის შესყიდვაში", - აცხადებს გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი ირაკლი ალასანია.

ალასანიას თქმით, კეზერაშვილის საქმეს თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახური გამოიძიებს.

"ჩვენ მიზნად გვაქვს სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა და არ შეიძლება არ გვახსოვდეს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ყველა დანაშაული იქნება გამოძიებული. კეზერაშვილის საქმით აუცილებლად დაინტერესდება ჩვენი შიდა სამსახური - ინსპექცია და იქნება აუცილებლად გამოძიებული", - აცხადებს ირაკლი ალასანია.

დავით კეზერაშვილს იარაღის ბიზნესში მონაწილეობა ედება ბრალად.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა