თინა ხიდაშელი ლევან ბეჟაშვილს "შანტაჟის და ზეწოლის" დამადასტურებელი ფაქტების წარმოდგენას სთხოვს

თინა ხიდაშელი ლევან ბეჟაშვილს "შანტაჟის და ზეწოლის" დამადასტურებელი ფაქტების წარმოდგენას სთხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "რესპუბლიკელი" თინათინ ხიდაშელი ლევან ბეჟაშვილს "ქართული ოცნების" მხრიდან განხორციელებული "შანტაჟის და ზეწოლის" დამადასტურებელი ფაქტების წარმოდგენას სთხოვს.

როგორც ხიდაშელმა "ინტერპრესნიუსს" ბეჟაშვილის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ბოდიშის საჯაროდ მოხდას მოსთხოვს.

"ლევან ბეჟაშვილის განცხადება, თითქოს საკრებულოებშიც, მათ შორის საგარეჯოს რაიონში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გადმობირება ან შანტაჟი ხორციელდება, უპასუხისმგებლო განცხადებაა. მას მოუწევს, წარმოადგინოს იმ პირთა სახელები და გვარები, ვინც აღნიშნულ მოქმედებას ახორციელებს. დამთავრდა ის დრო, როდესაც საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და ტყუილები უპასუხოდ რჩებოდა, ამიტომ თითოეულ მსგავს განცხადებაზე "ნაციონალურ მოძრაობას" კონკრეტიკა მოეთხოვება", - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფოთის, საგარეჯოსა და რუსთავის საკრებულოებში ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს აშანტაჟებენ, რათა მათ მერებისა და გამგებლების პოსტებზე "ქართული ოცნების" კანდიდატურები აირჩიონ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა