"მთავრობის უცნობი განკარგულებები" - რაში იხარჯებოდა ბიუჯეტი

"მთავრობის უცნობი განკარგულებები" - რაში იხარჯებოდა ბიუჯეტი

190 ათასი ლარი, ანაკლიაში ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალისთვის, 85 ათასი ლარი ლაზიკის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად, 675 ათასი ლარი სახანძრო ავტომობილის კიბის შესაძენად - ეს იმ ხარჯების არასრული ჩამონათვალია, რაშიც წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის სოლიდური წილი იხარჯებოდა. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" იწყებს კვლევას - "მთავრობის უცნობი განკარგულებები", სადაც დეტალურად არის აღწერილი რამდენად გაუმჭვირვალედ და არამიზანმიმართულად ხდებოდა სახელმწიფო სახსრების განკარგვა, როგორ აფუძნებდა მთავრობა საკუთარ შპს-ებს და ტენდერის გარეშე აცხადებდა გამარჯვებულად...

ლევან ავალიშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) თავმჯდომარე: "სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლების ანალიზისას ირკვევა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა გათვალისწინებულია "საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის". 2011 წელს ამ ფონდისთვის ბიუჯეტიდან 359.2 მილიონი ლარი გამოიყო. რადგან ამ ფონდიდან გამოყოფილი თანხების სიდიდით ერთ-ერთი გამორჩეული ზუგდიდის მუნიციპალიტეტია, ჩვენთვის საინტერესო იყო თუ რა ფორმით და რა მიზნებისთვის ხდებოდა ამ თანხების ათვისება. ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობის კანცელარიას, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილ თანხებზე გაცემული განკარგულებების ქსეროასლების მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტს არ გამოუთხოვია ის განკარგულებები, რომლებიც წარმოადგენდნენ საიდუმლო დოკუმენტს. აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული განკარგულებები არ მოიძიებოდა არც პროგრამა "კოდექსში" და არც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ ინსტიტუტის მიერ გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის უპასუხოდ დატოვების საფუძველზე, ინსტიტუტის მიერ მთავრობის კანცელარიას წარედგინა ადმინისტრაციული საჩივარი ქმედების განხორციელების (საჯარო ინფორმაციის გაცემა) მოთხოვნით და მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში, ინსტიტუტს გადაეცა მოთხოვნილი მთავრობის განკარგულებების ქსეროასლები.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის N163 განკარგულებით, სამეგრელოს რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე, ახალი ქალაქის ლაზიკის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, შპს "ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS"-ს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტია, გამოეყო 85 ათასი ლარი. აღნიშნულ შპს-ს აგრეთვე საშუალება მიეცა, სახელმწიფო შესყიდვები განეხორციელებინა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით, ანუ ტენდერის გამოცხადების გარეშე. საინტერესოა აგრეთვე, რომ მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა შპს "ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS"-ისთვის გადარიცხული თანხა აესახა, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გადარიცხული ტრანსფერი (რაც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გაუმჭვირვალობის კიდევ ერთ ინდიკატორად შეიძლება იქნეს მიჩნეული). მსგავსი სქემით, შპს "ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS"-ისთვის მთავრობის ფონდიდან გამოიყო თანხა ასევე მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის N370 (7 მილიონი ლარი), 2012 წლის 8 თებერვლის N228 (34.4 ათასი ლარი) და 2012 წლის 31 იანვრის N165 (370 ათასი ლარი) განკარგულებებით.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა