სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პენელოპა კრუსის პირადი მწვრთნელი მანდილოსნებს ურჩევს...
პენელოპა კრუსის პირადი მწვრთნელი მანდილოსნებს ურჩევს...

38 წლის მსა­ხი­ო­ბი პე­ნე­ლო­პა კრუ­სი კვლავ შე­უ­და­რებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ვარ­სკვლა­ვის მწვრთნე­ლი გუ­ნარ პე­ტერ­სო­ნი მან­დი­ლოს­ნებს რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვას აძ­ლევს.

პე­ტერ­სო­ნი ყვე­ლა ქალ­ბა­ტონს ურ­ჩევს, ვარ­ჯი­შის დროს ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი ფე­ხებ­ზე გა­ა­კე­თოს. მისი თქმით, პე­ნე­ლო­პა სპე­ცი­ა­ლურ რე­ჟიმს იცავს, რო­მე­ლიც სა­სურ­ვე­ლი წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და სხე­უ­ლის გამ­კვრი­ვე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. პე­ტერ­სო­ნის გან­მარ­ტე­ბით, გამ­ხდა­რი სხე­უ­ლი სუ­ლაც არ ნიშ­ნავს ლა­მაზს, მიმ­ზიდ­ვე­ლია მხო­ლოდ ნა­ვარ­ჯი­შე­ბი, მოვ­ლი­ლი ტანი, რო­მე­ლიც სხე­ულს ჯან­საღ იერს აძ­ლევს.

პე­ნე­ლო­პა მოკ­ლე დის­ტან­ცი­ა­ზე დარ­ბის და შემ­დეგ იჭი­მე­ბა. რო­გორც პე­ტერ­სო­ნი ამ­ბობს, თუკი ქალ­ბა­ტონს სურს ლა­მა­ზი ფე­ხე­ბი ჰქონ­დეს, მარ­ტი­ვი რამ ევა­ლე­ბა - ცეკ­ვა და ძუნ­ძუ­ლით სირ­ბი­ლი. პე­ტერ­სო­ნი ქალ­ბა­ტო­ნებს მარ­ტივ ვარ­ჯიშს სთა­ვა­ზობს, რო­მელ­საც პე­ნე­ლო­პა აკე­თებს: შე­ი­ძი­ნეთ სა­ვარ­ჯი­შო ბურ­თი. კედ­ლის­კენ ზურ­გით და­დე­ქით. ისე გან­თავ­სდით, რომ კე­დელ­სა და თქვენს ზურგს შო­რის ბურ­თი მყა­რად მო­თავ­სდეს. ფე­ხე­ბი და ხე­ლე­ბი გან­ზე გას­წი­ეთ (თა­ნა­ბარ დის­ტან­ცი­ა­ზე). მო­ხა­რეთ მუხ­ლე­ბი და მთე­ლი სხე­უ­ლით დაბ­ლა და­ი­ხა­რეთ. არ და­გა­ვი­წყდეთ, მოძ­რა­ო­ბი­სას ზურ­გი გა­მარ­თუ­ლი უნდა იყოს. მხრე­ბი ერთ სი­მაღ­ლე­ზე შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ. დახ­რი­სას, რო­დე­საც თე­ძო­ე­ბი ია­ტა­კის პა­რა­ლე­ლუ­რი გახ­დე­ბა, (თით­ქოს ვირ­ტუ­ა­ლურ სკამ­ზე ზი­ხართ) 3 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ჩერ­დით. შემ­დეგ ისევ მაღ­ლა აი­წი­ეთ და პირ­ვან­დელ პო­ზი­ცი­ას და­უბ­რუნ­დით. მთე­ლი ამ ვარ­ჯი­შის გან­მავ­ლო­ბა­ში ბურ­თი ზურგს უკან უნდა გა­ა­ჩე­როთ. ვარ­ჯი­ში 10-ჯერ ან მაქ­სი­მუმ 12-ჯერ გა­ა­კე­თეთ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პენელოპა კრუსის პირადი მწვრთნელი მანდილოსნებს ურჩევს...

პენელოპა კრუსის პირადი მწვრთნელი მანდილოსნებს ურჩევს...

38 წლის მსახიობი პენელოპა კრუსი კვლავ შეუდარებლად გამოიყურება. ვარსკვლავის მწვრთნელი გუნარ პეტერსონი მანდილოსნებს რამდენიმე საინტერესო რჩევას აძლევს.

პეტერსონი ყველა ქალბატონს ურჩევს, ვარჯიშის დროს ძირითადი აქცენტი ფეხებზე გააკეთოს. მისი თქმით, პენელოპა სპეციალურ რეჟიმს იცავს, რომელიც სასურველი წონის შენარჩუნებასა და სხეულის გამკვრივებაში ეხმარება. პეტერსონის განმარტებით, გამხდარი სხეული სულაც არ ნიშნავს ლამაზს, მიმზიდველია მხოლოდ ნავარჯიშები, მოვლილი ტანი, რომელიც სხეულს ჯანსაღ იერს აძლევს.

პენელოპა მოკლე დისტანციაზე დარბის და შემდეგ იჭიმება. როგორც პეტერსონი ამბობს, თუკი ქალბატონს სურს ლამაზი ფეხები ჰქონდეს, მარტივი რამ ევალება - ცეკვა და ძუნძულით სირბილი. პეტერსონი ქალბატონებს მარტივ ვარჯიშს სთავაზობს, რომელსაც პენელოპა აკეთებს: შეიძინეთ სავარჯიშო ბურთი. კედლისკენ ზურგით დადექით. ისე განთავსდით, რომ კედელსა და თქვენს ზურგს  შორის ბურთი მყარად მოთავსდეს. ფეხები და ხელები განზე გასწიეთ (თანაბარ დისტანციაზე). მოხარეთ მუხლები და მთელი სხეულით დაბლა დაიხარეთ. არ დაგავიწყდეთ, მოძრაობისას ზურგი გამართული უნდა იყოს. მხრები ერთ სიმაღლეზე შეინარჩუნეთ. დახრისას, როდესაც თეძოები იატაკის პარალელური გახდება, (თითქოს ვირტუალურ სკამზე ზიხართ) 3 წამის განმავლობაში გაჩერდით. შემდეგ ისევ მაღლა აიწიეთ და პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდით. მთელი ამ ვარჯიშის განმავლობაში ბურთი ზურგს უკან უნდა გააჩეროთ. ვარჯიში 10-ჯერ ან მაქსიმუმ 12-ჯერ გააკეთეთ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება