ირაკლი ღარიბაშვილმა ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა

ირაკლი ღარიბაშვილმა ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ათი თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი უკვე პირადად გაეცნო გამოძიების მასალებს და მიმდინარეობას.

"ბარბარე რაფალიანცის საქმე სამწუხაროდ კვლავ გაუხსნელია, ძიებას ამ დრომდე კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. მინისტრის განცხადებით მაქსიმალური ძალისხმევა და რესურსი იქნება გამოყენებული ბარბარე რაფალიანის გარდაცვალების მიზეზის დროულად დასადგენად", - ნათქვამია განცხადებაში.

30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფალიანცი წყლით სავსე ქვევრში იპოვეს. არსებულის ცნობით, ის მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ