ლიტვის საპარლამენტო არჩევნების მეორე რაუნდში გამარჯვება მემარცხენე სოციალ-დემოკრატთა პარტიამ მოიპოვა, რომელმაც მოქალაქეებს ევროკავშირის მოთხოვნების, კერძოდ საბიუჯეტო შეკვეცების წინააღმდეგ ბრძოლა აღუთქვა.
მეორე ადგილზე მოქმედი პრემიერის, ანდრიუს კუბილიუსის კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული პარტია გავიდა. გამარჯვებულმა პარტიის ლიდერმა და პრემიერ მინისტრობის სავარაუდო კანდიდატის ალგირდას ბასკევიჩუსის განცხადებით, სოციალ დემოკრატები ორ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად კოალიციას შექმნიან, რის შედეგადაც გაერთიანებულ ოპოზიციას 141 კაციან პარლამენტში 79 დეპუტატი ეყოლება, კონსერვატორები კი 32 დეპუტატით იქნებიან წარმოდგენილი.
ლიტვის არჩევნების ზოგადი ტონი და შედეგები, როგორც ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, ევროზონის კრიზისმა განსაზღვრა. ლიტვამ, სადაც ევროკავშირის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, 14 პროცენტიანი რეცესია დაფიქსირდა, გაბანკროტების თავიდან ასაცილებლად საბიუჯეტო ხარჯების მასიურად შემცირების პოლიტიკას მიმართა, რამაც მოქალაქეების მზარდი უკმაყოფილება გამოიწვია.