კანადაში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ჰავაის კუნძულებზე ცუნამი გამოიწვია. ტალღების სიმაღლე 1-2 მეტრს არ აღემატება და მას ამ ეტაპზე არავითარი ზიანი არ გამოუწვევია.
როგორც მეცნიერები განმარტავენ, პირველი ტალღები, ზოგადად, განსაკუთრებული სიძლიერის არ არის და დარწმუნებული არიან, რომ შემდგომი ტალღები ბევრად ძლიერი იქნება. მაგრამ არ იქნება ისეთივე გამანადგურებელი, როგორც იაპონიაში 2011 წლის მარტში იყო.
კანადის დასავლეთ ნაწილში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ერთ ძლიერ ბიძგს, მეორე შედარებით სუსტი მიწისქვეშა ბიძგიც მოჰყვა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მასსეტიდან სამხრეთით მდებარეობდა.
ამ დროისთვის მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, ვაშინგტონისა და ორეგონის, კალიფორნიის ჩრდილოეთ და ალიასკის სამხრეთ სანაპიროებზე ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 20:14 საათზე დაფიქსირდა.