ელტონ ჯონმა მეუღლეს დაუვიწყარი დაბადების დღე გადაუხადა

ელტონ ჯონმა მეუღლეს დაუვიწყარი დაბადების დღე გადაუხადა

ელტონ ჯონმა მეუღლის, დევიდ ფერნიშის 50 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. ზეიმი ორ ქალაქში - ლოს-ანჯელესსა და ლას ვეგასში ოთხი დღე გრძელდებოდა. ელტონ ჯონს საყვარელი ადამიანის დაბადების დღე 2 მლნ ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. წვეულებას 200 სტუმარი, მათ შორის სტინგი, როდ სტიუარტი, ლიზ ჰარლი, კლაუდია შიფერი, ჰაიდი კლუმი და როდ შერი ესწრებოდნენ.

სერ ელტონს ფერნიშისთვის დითირამბების სიმღერა არ შეუწყვეტია. მისი თქმით, დევიდმა იგი გადაარჩინა. 1993 წელს, როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, მუსიკოსი კოკაინს მოიხმარდა, ბულემია აწუხებდა და თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. მაგრამ 2005 წლის ქორწინებამ ჯონს სიცოცხლის სურვილი დაუბრუნა.

ამჟამად წყვილი შვილს, 2 წლის ზაქარიას ზრდის, რომელიც სუროგატი დედის წყალობით გაჩნდა. ბავშვის ნათლია ექსცენტრიული ლედი გაგაა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება