ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებს

ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აშშ-ის საპერზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ მან The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. აშშ-ში არჩევნები 6 ნოემბერს გაიმართება.

"განზრახული მაქვს ინაუგურაციის შემდეგ, მალევე თანამდებობა დავტოვო",- განაცხადა კლინტონმა.

სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ამ თემაზე ლაპარაკი ჯერ ვერ მოახერხა, რადგან იგი წინასაარჩევო კამპანიითაა დაკავებული. "იმედი მაქვს მალე საქმეების გადაბარების საკითხებს განვიხილავთ",- განაცხადა მან.

ადრე ჰილარი კლინტონს არაერთხელ განუცხადებია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს დატოვებდა, მაგრამ მოგვიანებით ამერიკულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 11 სექტემბერს ბენღაზიში აშშ-ის ელჩის მკვლელობის გამო კლინტონი თანამდებობას შეინარჩუნებდა. გარდა ამისა, 2011 წლის მარტში კლინტონი ამბობდა, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტზე დარჩებოდა თუ ბარაკ ობამას მეორე ვადით აირჩევდნენ.

ინტერვიუში კლინტონმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტზე დათქმულ ვადაზე მეტ ხანს დარჩენა არ სურს. მისი თქმით, გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება მისი საქმის გამგრძელებელი, თავად პრეზიდენტი მიიღებს. 

ჰილარი კლინტონი 2008 წელს ბარაკ ობამას წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ერთიანი კანდიდატის უფლების მოპოვებისთვის იბრძოდა. არჩევნებში ობამას გამარჯვების შემდეგ კლინტონი სახელმწიფო მდივნად დაინიშნა.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა