მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში. ავარიის შედეგად 48 წლის სედა დალაქიშვილი გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, "ჟიგულის" მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს მაშინ შეეჯახა, როდესაც ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.
დაზარალებული მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს.
"ჟიგულის" მძღოლი პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა. შემთხვევის ადგილი კრიმინალისტებმა უკვე დაათვალიერეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
გამოძიებას შს თელავის რაიონული სამმართველო აწარმოებს.