საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა, რომელსაც მუსლიმური სამყარო დღეს აღნიშნავს.
როგორც პრეზიდენტის მიმართვაშია ნათქვამი, საქართველოს ერთიანობა ეფუძნება იმას, რომ საქართველოს კეთილდღეობა თანაბრად ეკუთვნოდეს მისი ყველა ეთნიკური ჯგუფის, ყველა აღმსარებლობის მოქალაქეს.
"მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი დღესასწაული. საქართველოს მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი და ძვირფასი ნაწილია. ვუერთდები თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ დღესასწაულის მოლოცვებს და წარმატებას, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მილოცვაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.