პრემიერ-მინისტრი ეჭვობს, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში დევნილთა გახშირებული შეჭრა ორგანიზებულია

პრემიერ-მინისტრი ეჭვობს, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში დევნილთა გახშირებული შეჭრა ორგანიზებულია

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეჭვობს, რომ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში დევნილთა გახშირებული შეჭრა ორგანიზებულია.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის შიშობს, რომ ამაში ყოფილი ხელისუფლების ხელი ურევია.

"ეჭვი მაქვს, თუმცა, გადაწყვეტით ჯერჯერობით ვერ ვამბობ, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ არჩევნების დროს გასცა დაპირებები და ახლა უსრულებენ, ან რაღაც ამის მსგავსი ხდება და ამის გამო საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნა. მე მგონია ორგანიზებული შეკრება ხდება და ვფიქრობ, რომ ამაში ძალიან აქტიურობს ძველი ხელისუფლება", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა