ნიუ-იორკში ერთი ნახატის გამოფენა მოეწყო

ნიუ-იორკში ერთი ნახატის გამოფენა მოეწყო

ნიუ-იორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ერთი ნახატის გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე ერთადერთ ექსპონატად, ნორვეგიელი მხატვრის, ედვარდ მუნკის ცნობილი ნახატი "კივილია" წარმოდგენილი.

ვინაიდან ტილო ხელოვნების ყველაზე ძვირადღირებული ნიმუშია (ის წელს აუქციონზე 119,9 მლნ დოლარად გაიყიდა), მუზეუმში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იქნება.

ყველაზე გახმაურებული ქურდობა, რომელიც მუნკის ნამუშევრებს უკავშირდება, 2004 წლის 22 აგვისტოს მოხდა. მაშინ მხატვრის მუზუმიდან "კივილის" ერთ-ერთი ვერსია და "მადონა" გაიტაცეს. პოლიციამ ნამუშევრების პოვნა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეძლო.

"კივილი", რომელზე მუშაობაც ედვარდ მუნკმა 1895 წელს დაასრულა, მოდერნიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვნების ნიმუშია. ტილოზე ადამიანის ფიგურაა გამოსახული. ის ხელებს თავზე იჭერს, ხოლო სახეზე საშინელება იკითხება. ნახატის ჩარჩოზე ავტორის ხელნაწერია დატანილი. მუნკი წერს: "ჩემმა მეგობრებმა გზა განაგრძეს, მე კი მღელვარებისგან აცახცახებული ფეხს ვერ ვიცვლიდი და შევიგრძენი ბუნების უსასრულო კივილი."

ედვარდ მუნკის "კივილი", ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნებათა მუზეუმში 2013 წლის 29 აპრილამდე დარჩება.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს