ევა მენდესი: "საუკეთესო მსახიობი არ ვარ, მაგრამ ლოგინში ტოლი არ მყავს"

ევა მენდესი: "საუკეთესო მსახიობი არ ვარ, მაგრამ ლოგინში ტოლი არ მყავს"

36 წლის სექსუალური მსახიობი ევა მენდესი, რომელიც ნებისმიერ სამოსში მშვენიერია, ჟურნალ "გლამურის" ნოემბრის გამოშვების გმირი გახდა. ინტერვიუში მსახიობ რაიან გოსლინგის მიჯნურმა თავისი სილამაზის საიდუმლოებები გაამხილა.

"ხანდახან თავს უფლებას ვაძლევ, ცოტა შაქარიც მივიღო"

- სახის კანს დიდი მონდომებით ვუვლი: ვსარგებლობ "სკრაბებით", ასევე დამატენიანებელი კრემებით. ყოველ ორ-სამ კვირაში ვიწმენდ სახეს ბევერლი-ჰილზის საუკეთესო კოსმეტოლოგთან. სხეულისთვის ვიყენებ მკვებავ კრემს და "სკრაბს" ქოქოსის ზეთით. გარდა ამისა, კარგი მასაჟის თაყვანისმცემელიც ვარ.

- დიეტასა და ვარჯიშზე რას იტყვით?

- არ მივირთმევ ხორცს. სიმართლე გითხრათ, არავის ვურჩევ ხორცის ჭამას აქ, შტატებში. მე თევზს ვამჯობინებ, ან ბოსტნეულს. ხანდახან თავს უფლებას ვაძლევ, ცოტა შაქარიც მივიღო. მე ხომ ადამიანი ვარ, ბოლოს და ბოლოს. დავრბივარ ოთხ-ხუთჯერ კვირაში - მთებში, ჩემს ძაღლთან ერთად. ასევე გულმოდგინედ ვვარჯიშობ ჩემს მწვრთნელ ჯოანასთან.

- თქვენნაირ სხეულზე ბევრი ქალი ოცნებობს...

- ყველაზე მეტად ეს ჩემი კარგი გენების დამსახურებაა.

"ჩემი ნება რომ იყოს, იმ ფირებს ვიყიდდი, ბენზინს მოვასხამდი და დავწვავდი"

- ევა, ბევრ მსახიობს არ უყვარს და ესირცხვილება თავისი ადრეული ფილმები. თქვენი კარიერაც დაბალი ხარიხსის საშინელებათა ფილმებ­ით დაიწყო ("ქალაქური ლეგენდები-2", "ბავშვი-სიმინდები-5"). რას ფიქრობთ იმ ფილმებზე?

- ო, ღმერთო, ისეთი იმედი მქონდა, რომ აღარავის ახსოვს ეს. ჩემი ნება რომ იყოს, იმ ფირებს ვიყიდდი, ბენზინს მოვასხამდი და დავწვავდი. ასეთი რამის ყურება არ შეიძლება. ეს ხომ სირცხვილია! მე საშინლად მრცხვენია ჩემი იმდროინდელი მოღვაწეობის გამო. გასამართლებლად შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ახალგაზრდა ვიყავი, სულელი და ძალიან მინდოდა კინოში გადაღება. იცით, როგორ ამბობენ: "ეკრანისკენ გზა პროდიუსერების ლოგინზე გადის". მაგრამ კიდევ ერთი გამოსავალია - გადის ისეთ ფილმებზე, როგორიცაა "ბავშვი-სიმინდები". პროდიუსერების ლოგინზე არ მინდოდა, თუმცა, რასაკვირველია, მაგასაც მთავაზობდნენ.

- არ გეუხერხულებათ, რომ ბევრი დადის კინოში იმისთვის, რომ შეხედოს ევა მენდესს არა როგორც მსახიობს, არამედ, როგორც სექსსიმბოლოს?

- ერთადერთი, რაც აქამდე მეუხერხულება, ის არის, რომ რაღაც მომენტში უცებ სექსსიმბოლო გავხდი. იმის გათვალისწინებით, რამდენი რამის ატანამ მომიწია ჩემი "საშინელი" ხალის გამო მარცხენა ლოყაზე. რაც შეეხება მენდეს-მსახიობს... შესაძლოა, არც ვარ საუკეთესო, სამაგიეროდ, ლოგინში ვერავინ მაჯობებს.

"ჯონი დეპი მაგრად კოცნაობს"

- კინოს სამყაროში არც ისე ბევრია ქალი, რომელსაც შეუძლია მამაკაცების თანაბრად ითამაშოს ექშენფილმებში. თქვენ ექშენროლი გაქვთ "ფორსაჟ-5"-ში...

- მადლობა, კომპლიმენტისთვის.

- სცენა, სადაც გასისხლია­ნებულ დე­პს კოცნით, თავის დროზე, 2003 წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო ინტერნეტში...

- ჩვენ ბევრს ვიცინოდით მაგ გადაღებების დროს. ჯონის გამუდმებით უშრებოდა კეტჩუპი, რომელიც სისხლის იმიტაცია იყო, და ხელახლა უწევდათ მისი დასხმა. აი, კოცნაობა კი მართლა მაგრად იცის, რაც, ჩვეულებრივ, არ ახასიათებთ ლამაზ კაცებს. მაგრამ დეპი მართლა ყველაფერში მაგარია. ის ცოტა უცხოპლანეტელიც არის თითქოს. მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან თავისი საკუთარი სამყარო შექმნა, სადაც მისთვის კომფორტული გარემოა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება