სკანდალი: საფრანგეთის პირველ ლედის საყვარლები ჰყავდა მემარცხენეებში, მემარჯვენეებსა და ცენტრისტებში

სკანდალი: საფრანგეთის პირველ ლედის საყვარლები ჰყავდა მემარცხენეებში, მემარჯვენეებსა და ცენტრისტებში

ელისეს სასახლე სექსუალური სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. წიგნში, რომელიც ორმა ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა დაწერა, საფრანგეთის პირველ ლედის, ვალერი ტრიერვეილერს რამდენიმე სასიყვარულო კავშირში ამხელენ.

ბიოგრაფების ცნობით, მას სასიყვარულო კავშირი ჰქონდა სოციალისტ ფრანსუა ოლანდთან (რომელიც დღეს საფრანგეთის პრეზიდენტია და ვალერი ჯერჯერობით მისი ოფიციალური ცოლი არც არის), ასევე წინა მთავრობის მინისტრთან, ნიკოლა სარკოზის ახლო მეგობარ პატრიკ დევეჯიანთან, თან იმ დროს მესამე მამაკაცის ცოლი იყო და ოლანდი ჯერ კიდევ სეგოლენ რუაიალთან ცხოვრობდა.

პირველი ლედის ადვოკატი აცხადებს, რომ ეს ბრალდებები გადაუმოწმებელ ჭორებს ეყრდნობა და ვალერი სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას.

გამოკითხვების თანახმად, პირველი ლედი თავის ქვეყანაში ძალიან არაპოპულარულია. წიგნმა შეიძლება ახალი შეკითხვები გააჩინოს საფრანგეთის პრეზიდენტების პირადი ცხოვრების შესახებ. ამომრჩევლები არც ოლანდის წინამორბედით, ნიკოლა სარკოზით იყვნენ კმაყოფილი, რომლის პირადი ცხოვრება ბევრ საჭორაო საბაბს იძლეოდა.

ზემოხსენებულ წიგნს ჰქვია "მეამბოხე", მისი ავტორები ალექს ბუილიაგე და კრისტოფერ ჟაკუბიშინი არიან.

წიგნში მოთხრობილი ამბები 2000-იან წლებში განვითარდა. მაშინ ვალერი 35 წლის იყო, საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი კი - 46-ის. წყვილს რომანი ჰქონდა გაჩაღებული და თუ წიგნის ავტორებს ვენდობით, იმ პერიოდში ქალბატონი ვალერი თავისზე 21 წლით უფროს სომხური წარმოშობის პოლიტიკოს დევეჯიანსაც ხვდებოდა.

წიგნის ავტორები დარწმუნებული არიან, მამაკაცებმაც იცოდნენ, რომ ერთ ქალს ხვდებოდნენ. თავად ვალერიმ კი შესანიშნავად უწყოდა, რომ დევეჯიანი ცოლიანი იყო, ოლანდი კი სეგოლენ რუაიალთან ცხოვრობდა, რომელმაც საფრანგეთის მომავალ ლიდერს ოთხი შვილი გაუჩინა. და კიდევ - თავად ვალერი იმ დროს გათხოვილი იყო.

ინტრიგა 2003 წელს დასრულდა, როცა ტრიერვეილერმა დევეჯიანს ულტიმატუმი წაუყენა - "ან მე, ან - ცოლი". როცა მიხვდა, რომ ეს კაცი მის სასარგებლოდ არ გააკეთებდა არჩევანს, ოლანდზე გადაინაცვლა. სხვათა შორის, წიგნში ისიც არის აღნიშნული, რომ საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც ცდილობდა ვალერის მოხიბვლას.

THE TIMES

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს