სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სირიის მთავრობა დროებით ზავს დათანხმდა
სირიის მთავრობა დროებით ზავს დათანხმდა

სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ნახ­მაა შე­წყვი­ტოს ცე­ცხლი ბა­ი­რა­მო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, რო­მე­ლიც 26 ოქ­ტომ­ბრი­დან 29 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ე­რო-ს მშვი­დო­ბის ელჩმა ლახ­დარ ბრა­ჰი­მიმ გა­ა­კე­თა. მისი თქმით, დრო­ე­ბით ზავს და­თან­ხმდე­ბი­ან ოპო­ზი­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბიც. თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ზავს სი­რი­ელ მე­ამ­ბო­ხე­თა ნა­წი­ლი უნ­დობ­ლო­ბით ეკი­დე­ბა.

ჯერ­ჯე­რო­ბით, უც­ნო­ბია ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ზუს­ტი დრო და თა­რი­ღი.

მა­ნამ­დე კი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ ალე­პო­ში კვლავ გრძელ­დე­ბა შე­ტა­კე­ბე­ბი. ბოლო აფეთ­ქე­ბას, რო­მე­ლიც პუ­რის სა­ცხობ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და, 20 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. სი­რი­ის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­მი­ის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებ­მა ალე­პო­ში ცე­ცხლი გა­უხ­სნეს ად­გილს, სა­დაც მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა იმ­ყო­ფე­ბო­და.

"სა­ცხობ­ზე თავ­დას­ხმა მთავ­რო­ბამ გან­ზრახ აირ­ჩია, რათა მო­სახ­ლე­ო­ბა მე­ტად და­ა­ში­ნოს", - აცხა­დე­ბენ ისი­ნი.

სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცე­ბენ სა­ხელ­მწი­ფო არ­ხებ­ზე, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ "სამ­თავ­რო­ბო ჯა­რებ­მა ალე­პო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­შიშ ტე­რო­რის­ტულ ჯგუფ­ზე მი­ი­ტა­ნეს იე­რი­ში".

სი­რი­ა­ში პრე­ზი­დენტ ბა­შარ ალ-ასა­დი­სა და ოპო­ზი­ცი­ის მომ­ხრე­ებს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტია გრძელ­დე­ბა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 30 ათა­სი ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სირიის მთავრობა დროებით ზავს დათანხმდა

სირიის მთავრობა დროებით ზავს დათანხმდა

სირიის ხელისუფლება თანახმაა შეწყვიტოს ცეცხლი ბაირამობის დღესასწაულზე, რომელიც 26 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება - ამის შესახებ განცხადება გაერო-ს მშვიდობის ელჩმა ლახდარ ბრაჰიმიმ გააკეთა. მისი თქმით, დროებით ზავს დათანხმდებიან ოპოზიციის შეიარაღებული ამბოხებულებიც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზავს სირიელ მეამბოხეთა ნაწილი უნდობლობით ეკიდება.

ჯერჯერობით, უცნობია ცეცხლის შეწყვეტის ზუსტი დრო და თარიღი.

მანამდე კი ქვეყნის დედაქალაქ ალეპოში კვლავ გრძელდება შეტაკებები. ბოლო აფეთქებას, რომელიც პურის საცხობზე განხორციელდა, 20 ადამიანი ემსხვერპლა. სირიის თავისუფალი არმიის წევრების განცხადებით, სამთავრობო ძალებმა ალეპოში ცეცხლი გაუხსნეს ადგილს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა.

"საცხობზე თავდასხმა მთავრობამ განზრახ აირჩია, რათა მოსახლეობა მეტად დააშინოს", - აცხადებენ ისინი.

საპირისპიროს ამტკიცებენ სახელმწიფო არხებზე, სადაც აცხადებენ, რომ "სამთავრობო ჯარებმა ალეპოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერორისტულ ჯგუფზე მიიტანეს იერიში".

სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისა და ოპოზიციის მომხრეებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი წელიწადნახევარზე მეტია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, არაოფიციალური მონაცემებით, 30 ათასი ადამიანია დაღუპული.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა