ქეთი მელუამ ქმარს სიმღერა დააწყებინა

ქეთი მელუამ ქმარს სიმღერა დააწყებინა

მომღერალმა ქეთი მელუამ მოტომრბოლელ ქმარს, ჯეიმს ტაუზლენდს უკვე სიმღერაც დააწყებინა და მალე, შესაძლოა, მისი კონკურენტიც კი გახდეს.

როგორც დასავლური მედია წერს, ქეთი მეუღლის მუსიკალური კარიერის შექმნაში აქტიურადაა ჩართული. პაპარაცები ქეთის ხშირად ხედავენ სტუდიაში, სადაც მისი მეუღლე პირველ სტუდიურ ალბომზე მუშაობს. ჯეიმსს მუსიკის შექმნაში ბრიტანული როკ-ჯგუფის Little Angels-ის გიტარისტი და მომღერალი ტობი ჯეფსონი ეხმარება. ქეთი მეუღლის გადაწყვეტილებით აღფრთოვანებულია.

"ჩემი მეუღლე მოტომრბოლელია, ახლა კი მუსიკოსობა სურს. გუშინ სტუდიას ვესტუმრე, სადაც პირველ მუსიკალურ ალბომს წერს. მისმა გადაწყვეტილებამ ძალიან გამახარა", - განაცხადა ქეთიმ ალან ტიჩმარის შოუში.

მომზადებულია contactmusic.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება