"ჯადოსნური ქისის" პარტნიორი კომპანიების რიცხვი გაიზარდა

"ჯადოსნური ქისის" პარტნიორი კომპანიების რიცხვი გაიზარდა

"ჯადოსნური ქისის" პარტნიორი კომპანიების რიცხვი გაიზარდა. ლურჯი მონეტებით უკვე პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ "ივ როშეს" პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი.

"ეს არის სასიამოვნო სიახლე ქალბატონებისთვის, ვინაიდან ფასდაკლება ნებისმიერ პროდუქტზე ვრცელდება. 1 მონეტა უდრის 5%-იან ფასდაკლებას, ხოლო მაქსიმალური ფასდაკლება 25%-ია", - აცხადებენ პროექტის ავტორები.

აქციაში ასევე ჩაერთო სამედიცინო ცენტრი "ქირონი", სადაც ფასდაკლება ვრცელდება ყველა სახის ამბულატორიულ მომსახურებაზე, სპეციალისტებთან კონსულტაციაზე, ლაბორატორიულ, ულტრაბგერით და რენტგენოლოგიურ გამოკვლევებზე. ერთი მონეტა 10% ფასდაკლებას გულისხმობს. მაქსიმალური ფასდაკლება 50%-ია.

ამ ეტაპზე პროექტში 6 კომპანია მონაწილეობს: "ბიბლუსი", "მირკო", "საფილო", პარკეტის მაღაზია "ბიემი", "ივ როშე", "ქირონი".

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა