იტალიაში მცხოვრები პუდელი, სახელად ჩიკო, თავისი პატრონის გარდაცვალების შემდეგ მილიონერი გახდება. 84 წლის მდიდარმა იტალიელმა ქალბატონმა მთელი ქონება თავის ოთხფეხა მეგობარზე გადააფორმა. მემკვიდრეობა 2 სახლს, მიწის ნაკვეთს და 2 მლნ ევროს შეადგენს.
ეს გადაწყვეტილება იღბლიანი ცუგას პატრონმა ქმრის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. მან დახმარებისთვის ადვოკატ ლუჩი ესპოზიტოს მიმართა, რომელმაც ყველა საჭირო საბუთი მოამზადა.
იტალიური კანონმდებლობით, შინაური ცხოველებისთვის მემკვიდრეობის დატოვებას იურიდიული ძალა არა აქვს, თუ არ დაინიშნება მეურვე, რომელიც თანხას განკარგავს. მეურვე ვალდებულია სიცოცხლის ბოლომდე ოთხფეხა მემკვიდრე სრულ კომფორტსა და ღირსეულ პირობებში ამყოფოს. ადვოკატმა ესპოზიტომ ეს "მძიმე" ვალდებულება სიამოვნებით იტვირთა.
ჩიკოს პატრონი მარტოხელა სულაც არ გახლავთ. მას ქალიშვილი და შვილიშვილები ჰყავს. როგორ შეხვდნენ ისინი მოხუცის გადაწყვეტილებას, პრესისთვის უცნობია.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo