პარლამენტმა 15 კომიტეტის თავმჯდომარეები დაამტკიცა. დადგენილების პროექტების თანახმად, აგრარულ საკითხთა კომიტეტს გიგლა აგულაშვილი (84 ხმით ერთხმად) უხელმძღვანელებს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს - ეკა ბესელია (91 ხმით ერთხმად), განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს - ივანე კიღურაძე (82 ხმით 1-ის წინააღმდეგ), გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს - ზურაბ ზვიადაური (82 ხმით ერთხმად), დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს - ზურაბ ტყემალაძე (88 ხმით 1-ის წინააღმდეგ), დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს - გუბაზ სანიკიძე (84 ხმით ერთხმად), ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს - ვიქტორ დოლიძე (88 ხმით ერთხმად), თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს - ირაკლი სესიაშვილი (86 ხმით ერთხმად), იურიდიულ საკითხთა კომიტეტს - ვახტანგ ხმალაძე (90 ხმით ერთხმად), რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტს - ერეკლე ტრიპოლსკი (90 ხმით ერთხმად), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს - თედო ჯაფარიძე (89 ხმით ერთხმად), საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს - ირინა იმერლიშვილი (89 ხმით ერთხმად), საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს - დავით ონოფრიშვილი (85 ხმით ერთხმად), სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს - ლერი ხაბელოვი (90 ხმით ერთხმად), ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს - დიმიტრი ხუნდაძე (87 ხმით ერთხმად).
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ყველა მოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე არჩეულია. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ისინი მინდობილ საქმეს კარგად გაუძღვებიან.