დავით ბერძენიშვილი - პარლამენტის შენობაში სრულფასოვანი პირობები ჯერ არ არის

დავით ბერძენიშვილი - პარლამენტის შენობაში სრულფასოვანი პირობები ჯერ არ არის

ქუთაისში, პარლამენტის შენობაში არსებულ პირობებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ეცნობა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დეტალურად გაეცნობა, თუ რა პირობებია პარლამენტის შენობაში სამუშაოდ.

"როგორც ჩანს, სრულფასოვანი პირობები ჯერ არ არის და პარლამენტის პირველი სხდომის დასრულების შემდეგაც მშენებლებს ბევრი სამუშაო ექნებათ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ კონსტიტუცია გვავალდებულებს პარლამენტის სხდომები სწორედ ქუთაისში ჩავატაროთ, ამ ვალდებულებას შევასრულებთ და საქმიანობას ქუთაისში დავიწყებთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით ბერძენიშვილმა.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმრავლესობა მზად არის შეუდგეს საქმიანობას და იმედი გამოთქვა, რომ ამისთვის მზად არის უმცირესობაც.

ამასთან, დღეს პარლამენტის მშენებელი კომპანია მედიისთვის გეგმავს პრეზენტაციის მოწყობას. კერძოდ, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ და გადაიღონ, თუ რა ვითარებაა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში.

მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. პარლამენტის შენობა სამი ნაგებობისგან შედგება. ერთი შენობა განკუთვნილია პარლამენტის ადმინისტრაციისთვის და აპარატისთვის. მეორე შენობა აშენდა საპარლამენტო კომიტეტების აპარატებისთვის. რაც შეეხება ცენტრალურ ნაგებობას, აღნიშნულ შენობაში განთავსებულია პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი და დეპუტატების სამუშაო კაბინეტები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა