სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მის საქართველომ" კომაში მყოფ მამას ოცნება აუხდინა
"მის საქართველომ" კომაში მყოფ მამას ოცნება აუხდინა

"მის სა­ქარ­თვე­ლო 2012" ოცი წლის თამ­თა შე­და­ნია გახ­ლავთ, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა უკვე აწყო­ბი­ლი აქვს - აზი­ის ქვეყ­ნებ­ში ის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად მო­დე­ლად მი­იჩ­ნე­ვა. 3 დე­კემ­ბერს თამ­თა ლას-ვე­გას­ში, "მის უნი­ვერ­სის" კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად გა­ემ­გზავ­რე­ბა...

- უკვე გა­მოც­დილ­მა მო­დელ­მა "მის სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- ბედი რა­ტომ არ უნდა მე­ცა­და? დე­და­ჩე­მის სურ­ვი­ლი იყო, "მის სა­ქარ­თვე­ლო" გავმხდა­რი­ყა­ვი და ბავ­შვო­ბი­დან მეც ეს ამ­ბი­ცია მქონ­და. მა­მა­ჩე­მი ძა­ლი­ან ცუ­და­დაა - თა­ვის ტვი­ნის ან­თე­ბა აქვს და უკვე 4 თვეა, კო­მა­შია. კას­ტინ­გის შემ­დეგ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ ვი­ნა­ხუ­ლე, მძი­მედ იყო. ვუ­თხა­რი, - "მის სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­კურ­სში ვმო­ნა­წი­ლე­ობ-მეთ­ქი. - ჩემ­თვის ისე­დაც "მის სა­ქარ­თვე­ლო" ხარ, მაგ­რამ მსურს, ეგ გვირ­გვი­ნი შენ და­იდ­გა. ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე არ ინერ­ვი­უ­ლოო, - მი­პა­სუ­ხა. სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, საქ­მე ბო­ლომ­დე მი­მეყ­ვა­ნა და ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. სხვა კონ­კურ­სან­ტე­ბი თავს და­ჩაგ­რუ­ლად არ გრძნობ­დნენ: მეც იმას ვა­კე­თებ­დი, რა­საც ისი­ნი აკე­თებ­დნენ. მათ ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბა­საც ვუ­ზი­ა­რებ­დი.

- ფაქ­ტია, სხვა კონ­კურ­სან­ტებ­თან შე­და­რე­ბით, პრი­ვი­ლე­გია გქონ­და - გა­მოც­დი­ლი მო­დე­ლი ხარ...

- მო­დის სფე­რო­ში ამ­დენ ხანს რომ ვი­მუ­შა­ვე, ხომ უნდა და­მი­ფას­დეს? ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი შრო­მით, მონ­დო­მე­ბი­თა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით მი­ვაღ­წიე.

- კონ­კურ­სან­ტებს შენ მი­მართ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ? ძლი­ე­რი მე­ტო­ქის გამო, გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი ხომ არ გა­და­ე­წუ­რათ?

- კას­ტინგზე გო­გო­ნებ­მა რომ გა­ი­გეს, მეც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, "სი­სი­ნი" და­ი­წყეს. თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩემ შე­სა­ხებ სხვაგ­ვა­რი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დათ, მაგ­რამ მერე ყვე­ლა­ნი დავ­მე­გობ­რდით. სულ მინ­და, ჩემი და­დე­ბი­თი გან­წყო­ბი­ლე­ბა სხვებ­საც გა­დავ­დო. კონ­კურ­სან­ტე­ბის შერ­ჩე­ვი­დან მე­ო­რე დღეს, ფსი­ქო­ლო­გი­ის გაკ­ვე­თილ­ზე გო­გო­ნებ­მა მი­თხრეს: ძა­ლი­ან შეგ­ვიყ­ვარ­დი. შენ რომ არ ყო­ფი­ლი­ყა­ვი, კონ­კურ­სზე მხი­ა­რუ­ლე­ბა არ იქ­ნე­ბო­დაო.

- გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­ი­მე ხომ არ შე­იც­ვა­ლე?

- ჭო­რე­ბი გავ­რცელ­და, - თამ­თამ ტუ­ჩე­ბი და­ი­ბე­რა, ცხვი­რი "გა­ი­კე­თა", თვა­ლე­ბი "აი­ქა­ჩაო"... მოკ­ლედ, ათას სა­ში­ნე­ლე­ბას ამ­ბო­ბენ. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ნა­ტუ­რა­ლუ­რად ლა­მა­ზი ვიყო. პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია რომც მჭირ­დე­ბო­დეს, მა­ინც არ გა­ვი­კე­თებ­დი. არ ვიცი, ხალ­ხი კოს­მე­ტო­ლოგ­თან სა­ხის გაწ­მენ­დას პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ად რა­ტომ აღიქ­ვამს?! გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­მის შეც­ვლის სურ­ვი­ლი არა­სო­დეს მქო­ნია. სა­კუ­თა­რი თავი ისე­თი მომ­წონს, რო­გო­რიც ვარ.

- ხალ­ხის­გან რო­გორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გრძნობ?

- ხალ­ხი "მის სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­კურ­სამ­დეც მცნობ­და. ჩემ მი­მართ ზუგ­დიდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თბი­ლად იყ­ვნენ გან­წყო­ბილ­ნი, ჩემ­თან ერ­თად ფო­ტო­ებ­საც იღებ­დნენ... "თავ­ში ავარ­დნის" მო­მენ­ტი არა­სო­დეს მქო­ნია და არც მექ­ნე­ბა: არა­ვინ და­ბა­დე­ბუ­ლა წარ­მა­ტე­ბულ მსა­ხი­ო­ბად, მო­დე­ლად, ჟურ­ნა­ლის­ტად. ის გზა არ უნდა და­გა­ვი­წყდეს, რაც წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად გა­ი­ა­რე. ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი მა­ბედ­ნი­ე­რებს. მი­ხა­რია, რომ "მის სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­კურ­სის შემ­დეგ ბევ­რი თბი­ლი მი­ლოც­ვა, მე­სი­ჯი მი­ვი­ღე.

- რო­გორ ფიქ­რობ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა მსოფ­ლი­ოს კონ­კურ­სზეც იმოქ­მე­დებს?

- კერ­ძო კონ­კურ­სებ­ზე (რო­გო­რიც მა­გა­ლი­თად, "ელიტ მო­დელ ლუ­ქია") პო­ლი­ტი­კას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, მაგ­რამ "მის მსოფ­ლი­ო­ზე", "მის სამ­ყა­რო­ზე", "მის ინ­ტერ­კონ­ტი­ნენ­ტალ­ზე" ალ­ბათ, გავ­ლე­ნას ახ­დენს. პი­რა­დად მე, წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ.

- კარ­გა ხანს უცხო­ეთ­ში მუ­შა­ობ­დი. გვი­ამ­ბე, "ელიტ მო­დელ ლუ­ქის" კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, შენი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა რო­გორ გან­ვი­თარ­და?

- 2007 წელს "ელიტ მო­დელ ლუ­ქის" მსოფ­ლი­ოს ფი­ნალ­ზე გა­ვემ­გზავ­რე და "ტოპ 15"-ის მო­ნა­წი­ლე გავ­ხდი. იქ 2-წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­მი­ფორ­მეს და ჩემი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რაც აქე­დან და­ი­წყო. პა­რიზ­ში კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად გა­ვემ­გზავ­რე და პირ­ველ წარ­მა­ტე­ბა­საც მი­ვაღ­წიე - მო­დე­ლის­თვის სა­ჭი­რო პორ­ტფო­ლიო გა­მი­კე­თეს, სა­ტეს­ტო ფო­ტო­ე­ბი გა­და­მი­ღეს. ჩემი "ბუქი" პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე შე­იქ­მნა. მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ბრენ­დის - "ლან­ვი­ნის" 2007 წლის გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ის მო­დე­ლი გავ­ხდი. გა­და­ღე­ბის მერე დი­ზა­ი­ნერს მო­ვე­წო­ნე და "შოუ რუმ­ში" ამიყ­ვა­ნა, სა­დაც ელ­ტონ ჯონი გა­ვი­ცა­ნი. მან მი­თხრა: სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი თუ იყ­ვნენ, არ ვი­ცო­დიო. 1 კვი­რა­ში პა­რიზ­ში კონ­ცერ­ტი ჰქონ­და. მო­საწ­ვე­ვი მომ­ცა, წარ­წე­რით: With love from Elton Jhon to Tamta.

- კონ­ცერტს და­ეს­წა­რი?

- დიდი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ მო­ვა­ხერ­ხე - დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი მქონ­და... 3 თვის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. იმ პე­რი­ოდ­ში ქალ­ბა­ტონ იას აზი­ის ქვეყ­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე სა­ა­გენ­ტო­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! ჰქონ­და. მე ტო­კი­ო­ში, 3-თვი­ა­ნი სა­მო­დე­ლო კონ­ტრაქ­ტით გა­ვემ­გზავ­რე. ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის­თვის ბევ­რი გა­და­ღე­ბა მქონ­და, ჩვე­ნე­ბებ­ზე გა­მოვ­დი­ო­დი, "ტო­კი­ოს ფე­შენ ვიკ­ში" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი... შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მერე კი ჰონ­კონ­გში, 6 თვით გა­ვემ­გზავ­რე, შემ­დეგ - შან­ხა­ი­ში, პე­კინ­ში, კო­რე­ა­ში... ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი ეტა­პი აზი­ა­ში დავ­ყა­ვი. ძი­რი­თა­დად, ჰონ­კონ­გში ვი­ყა­ვი - სა­მო­დე­ლო კონ­ტრაქ­ტი იქა­ურ სა­ა­გენ­ტოს­თან მქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი, სა­დაც ცნო­ბი­ლი ტოპ­მო­დე­ლი გავ­ხდი: კას­ტინ­გებ­ზე სი­ა­რუ­ლი არ მი­წევ­და - პირ­და­პირ კლი­ენ­ტებ­თან ვმუ­შა­ობ­დი. იქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში "ჯორ­და­ნოს" სახე (2011 წელს) გავ­ხდი, 2012 წელს კი - "ნა­ინ­ვეს­ტის". "შან­ხაი ტან­გი" ცნო­ბი­ლი ბრენ­დია - ჰო­ლი­ვუ­დის ბევრ ვარ­სკვლავს აც­მევს. მას­თან კონ­ტრაქ­ტი მქონ­და. "შან­ხაი ტან­გის" ჩვე­ნე­ბის­თვის ტე­ხას­შიც ჩავფრინ­დი. ჩი­ნე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ვმოგ­ზა­უ­რობ­დი.

სინ­გა­პურ­შიც ვი­ყა­ვი, სა­დაც რო­ბერ­ტო კა­ვა­ლი პი­რა­დად გა­ვი­ცა­ნი: სინ­გა­პუ­რის "ფე­შენ ვიკი" მისი ჩვე­ნე­ბით და­ი­ხუ­რა. რო­ბერ­ტო კა­ვა­ლი კუ­ლი­სებ­ში იყო. მი­თხრა: ისე­თი აღ­ნა­გო­ბა და ლა­მა­ზი სახე გაქვს, რომ აზი­ა­ში დრო არ უნდა და­კარ­გოო. სა­მუ­შა­ოდ მი­ლან­ში მი­მიწ­ვია. ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი აზი­ა­ში იმი­ტომ გა­ვა­ტა­რე, რომ იქა­ურ სა­მო­დე­ლო ბა­ზარ­ზე ჩემი გა­რეგ­ნო­ბა კარ­გად გა­ყიდ­ვა­დი იყო, კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლი მქონ­და. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი სწო­რედ აზი­ა­შია. იღ­ბლი­ა­ნი მო­დე­ლი ვარ... ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ვემ­გზავ­რე­ბო­დი, 20-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი ყუთი გა­მოვგზავ­ნე. მათ­ში ის ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლე­ბი იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, რომ­ლებ­შიც ჩემი ფო­ტო­ე­ბი იბეჭ­დე­ბო­და.

- თამ­თა, ჩი­ნელ­ზე შენი გა­თხო­ვე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ჭორ­ზე რას გვე­ტყვი?

- ნორ­მა­ლუ­რია, რომ სა­დაც მი­დი­ხარ, იქა­უ­რი მე­გობ­რე­ბი გა­ი­ჩი­ნო. მეც რამ­დე­ნი­მე ჩი­ნე­ლი მე­გო­ბა­რი მყავს. და­ბა­დე­ბის დღე­ზე, მე­გობ­რებ­თან ერ­თად სუფ­რას­თან ფოტო გა­და­ვი­ღე და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­ტვირ­თე. ვი­ღა­ცამ, ვინც მე­გობ­რე­ბის სი­ა­ში მყავ­და, ფოტო აიღო და სტა­ტია და­წე­რა, თით­ქოს ჩი­ნელ მი­ლი­ო­ნერ­ზე ვთხოვ­დე­ბო­დი... სა­ერ­თოდ, პი­რად ამ­ბებ­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კი არ მსურს...

- ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად "მის სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად დაბ­რუნ­დი?

- არა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ზუს­ტად აღ­დგო­მის სა­ღა­მოს ჩა­მო­ვე­დი - ანუ ჯერ "მის სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­კურ­სის რე­გის­ტრა­ცი­აც არ იყო და­წყე­ბუ­ლი. 2 წლი­სა და 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩემი მშობ­ლე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი ნა­ნა­ხი არ მყავ­დნენ და ცხა­დია, ყვე­ლა მე­ნატ­რე­ბო­და. თან, ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და - გა­დაბ­მუ­ლად მუ­შა­ო­ბის გამო, გა­და­ვი­ღა­ლე და დას­ვე­ნე­ბა მჭირ­დე­ბო­და; სტო­მა­ტო­ლოგ­თა­ნაც დავ­დი­ო­დი... არც მე­გო­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­დენ ხანს თუ დავ­რჩე­ბო­დი.

უმუ­შე­ვა­რი რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს დე­პარ­ტა­მენ­ტში - "ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო" - მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე, სა­დაც ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი და პიარ-მე­ნე­ჯე­რი გახ­ლდით. სა­ზღვარ­გა­რეთ პი­ა­რი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის კურ­სე­ბი და­ვამ­თავ­რე და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, ჟურ­ნალ "კოს­მო­პო­ლი­ტენ­ში" ვმუ­შა­ობ­დი... ამ­ჟა­მად, სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას და პი­არ­მე­ნე­ჯე­რო­ბას ერ­თმა­ნეთს ვერ ვუ­თავ­სებ. ამი­ტომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან წა­მო­ვე­დი. ახლა მთელ აქ­ცენტს "მის უნი­ვერ­სის" კონ­კურ­სზე ვა­კე­თებ, შემ­დეგ კი სხვა­დას­ხვა "მო­დის სახ­ლთან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გან­ვაგ­რძობ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მის საქართველომ" კომაში მყოფ მამას ოცნება აუხდინა

"მის საქართველომ" კომაში მყოფ მამას ოცნება აუხდინა

"მის საქართველო 2012" ოცი წლის თამთა შედანია გახლავთ, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ სამოდელო კარიერა უკვე აწყობილი აქვს - აზიის ქვეყნებში ის საკმაოდ მაღალანაზღაურებად მოდელად მიიჩნევა. 3 დეკემბერს თამთა ლას-ვეგასში, "მის უნივერსის" კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება...

- უკვე გამოცდილმა მოდელმა "მის საქართველოს" კონკურსში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტე?

- ბედი რატომ არ უნდა მეცადა? დედაჩემის სურვილი იყო, "მის საქართველო" გავმხდარიყავი და ბავშვობიდან მეც ეს ამბიცია მქონდა. მამაჩემი ძალიან ცუდადაა - თავის ტვინის ანთება აქვს და უკვე 4 თვეა, კომაშია. კასტინგის შემდეგ, საავადმყოფოში რომ ვინახულე, მძიმედ იყო. ვუთხარი, - "მის საქართველოს" კონკურსში ვმონაწილეობ-მეთქი. - ჩემთვის ისედაც "მის საქართველო" ხარ, მაგრამ მსურს, ეგ გვირგვინი შენ დაიდგა. ჩემს ჯანმრთელობაზე არ ინერვიულოო, - მიპასუხა. სურვილი გამიჩნდა, საქმე ბოლომდე მიმეყვანა და ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. სხვა კონკურსანტები თავს დაჩაგრულად არ გრძნობდნენ: მეც იმას ვაკეთებდი, რასაც ისინი აკეთებდნენ. მათ ჩემს გამოცდილებასაც ვუზიარებდი.

- ფაქტია, სხვა კონკურსანტებთან შედარებით, პრივილეგია გქონდა - გამოცდილი მოდელი ხარ...

- მოდის სფეროში ამდენ ხანს რომ ვიმუშავე, ხომ უნდა დამიფასდეს? ყველაფერს საკუთარი შრომით, მონდომებითა და მიზანდასახულობით მივაღწიე.

- კონკურსანტებს შენ მიმართ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ? ძლიერი მეტოქის გამო, გამარჯვების იმედი ხომ არ გადაეწურათ?

- კასტინგზე გოგონებმა რომ გაიგეს, მეც ვმონაწილეობდი, "სისინი" დაიწყეს. თავდაპირველად, ჩემ შესახებ სხვაგვარი წარმოდგენა ჰქონდათ, მაგრამ მერე ყველანი დავმეგობრდით. სულ მინდა, ჩემი დადებითი განწყობილება სხვებსაც გადავდო. კონკურსანტების შერჩევიდან მეორე დღეს, ფსიქოლოგიის გაკვეთილზე გოგონებმა მითხრეს: ძალიან შეგვიყვარდი. შენ რომ არ ყოფილიყავი, კონკურსზე მხიარულება არ იქნებოდაო.

- გარეგნობაში რაიმე ხომ არ შეიცვალე?

- ჭორები გავრცელდა, - თამთამ ტუჩები დაიბერა, ცხვირი "გაიკეთა", თვალები "აიქაჩაო"... მოკლედ, ათას საშინელებას ამბობენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატურალურად ლამაზი ვიყო. პლასტიკური ოპერაცია რომც მჭირდებოდეს, მაინც არ გავიკეთებდი. არ ვიცი, ხალხი კოსმეტოლოგთან სახის გაწმენდას პლასტიკურ ოპერაციად რატომ აღიქვამს?! გარეგნობაში რამის შეცვლის სურვილი არასოდეს მქონია. საკუთარი თავი ისეთი მომწონს, როგორიც ვარ.

- ხალხისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობ?

- ხალხი "მის საქართველოს" კონკურსამდეც მცნობდა. ჩემ მიმართ ზუგდიდში განსაკუთრებულად თბილად იყვნენ განწყობილნი, ჩემთან ერთად ფოტოებსაც იღებდნენ... "თავში ავარდნის" მომენტი არასოდეს მქონია და არც მექნება: არავინ დაბადებულა წარმატებულ მსახიობად, მოდელად, ჟურნალისტად. ის გზა არ უნდა დაგავიწყდეს, რაც წარმატების მისაღწევად გაიარე. ხალხის სიყვარული მაბედნიერებს. მიხარია, რომ "მის საქართველოს" კონკურსის შემდეგ ბევრი თბილი მილოცვა, მესიჯი მივიღე.

- როგორ ფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება მსოფლიოს კონკურსზეც იმოქმედებს?

- კერძო კონკურსებზე (როგორიც მაგალითად, "ელიტ მოდელ ლუქია") პოლიტიკას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ "მის მსოფლიოზე", "მის სამყაროზე", "მის ინტერკონტინენტალზე" ალბათ, გავლენას ახდენს. პირადად მე, წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ.

- კარგა ხანს უცხოეთში მუშაობდი. გვიამბე, "ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსში გამარჯვების შემდეგ, შენი სამოდელო კარიერა როგორ განვითარდა?

- 2007 წელს "ელიტ მოდელ ლუქის" მსოფლიოს ფინალზე გავემგზავრე და "ტოპ 15"-ის მონაწილე გავხდი. იქ 2-წლიანი კონტრაქტი გამიფორმეს და ჩემი სამოდელო კარიერაც აქედან დაიწყო. პარიზში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გავემგზავრე და პირველ წარმატებასაც მივაღწიე - მოდელისთვის საჭირო პორტფოლიო გამიკეთეს, სატესტო ფოტოები გადამიღეს. ჩემი "ბუქი" პროფესიონალურ დონეზე შეიქმნა. მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის - "ლანვინის" 2007 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის მოდელი გავხდი. გადაღების მერე დიზაინერს მოვეწონე და "შოუ რუმში" ამიყვანა, სადაც ელტონ ჯონი გავიცანი. მან მითხრა: საქართველოში ასეთი ლამაზი გოგონები თუ იყვნენ, არ ვიცოდიო. 1 კვირაში პარიზში კონცერტი ჰქონდა. მოსაწვევი მომცა, წარწერით: With love from Elton Jhon to Tamta.

- კონცერტს დაესწარი?

- დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ მოვახერხე - დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა... 3 თვის შემდეგ, საქართველოში დავბრუნდი. იმ პერიოდში ქალბატონ იას აზიის ქვეყნების რამდენიმე სააგენტოდან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ჰქონდა. მე ტოკიოში, 3-თვიანი სამოდელო კონტრაქტით გავემგზავრე. ცნობილი ჟურნალებისთვის ბევრი გადაღება მქონდა, ჩვენებებზე გამოვდიოდი, "ტოკიოს ფეშენ ვიკში" ვმონაწილეობდი... შემდეგ საქართველოში ჩამოვედი, გარკვეული პერიოდის მერე კი ჰონკონგში, 6 თვით გავემგზავრე, შემდეგ - შანხაიში, პეკინში, კორეაში... ჩემი ცხოვრების დიდი ეტაპი აზიაში დავყავი. ძირითადად, ჰონკონგში ვიყავი - სამოდელო კონტრაქტი იქაურ სააგენტოსთან მქონდა გაფორმებული, სადაც ცნობილი ტოპმოდელი გავხდი: კასტინგებზე სიარული არ მიწევდა - პირდაპირ კლიენტებთან ვმუშაობდი. იქ ყოფნის პერიოდში "ჯორდანოს" სახე (2011 წელს) გავხდი, 2012 წელს კი - "ნაინვესტის". "შანხაი ტანგი" ცნობილი ბრენდია - ჰოლივუდის ბევრ ვარსკვლავს აცმევს. მასთან კონტრაქტი მქონდა. "შანხაი ტანგის" ჩვენებისთვის ტეხასშიც ჩავფრინდი. ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში ვმოგზაურობდი.

სინგაპურშიც ვიყავი, სადაც რობერტო კავალი პირადად გავიცანი: სინგაპურის "ფეშენ ვიკი" მისი ჩვენებით დაიხურა. რობერტო კავალი კულისებში იყო. მითხრა: ისეთი აღნაგობა და ლამაზი სახე გაქვს, რომ აზიაში დრო არ უნდა დაკარგოო. სამუშაოდ მილანში მიმიწვია. ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი აზიაში იმიტომ გავატარე, რომ იქაურ სამოდელო ბაზარზე ჩემი გარეგნობა კარგად გაყიდვადი იყო, კარგი შემოსავალი მქონდა. ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სააგენტოები სწორედ აზიაშია. იღბლიანი მოდელი ვარ... ვიდრე საქართველოში გამოვემგზავრებოდი, 20-კილოგრამიანი ყუთი გამოვგზავნე. მათში ის ცნობილი ჟურნალები იყო მოთავსებული, რომლებშიც ჩემი ფოტოები იბეჭდებოდა.

- თამთა, ჩინელზე შენი გათხოვების შესახებ გავრცელებულ ჭორზე რას გვეტყვი?

- ნორმალურია, რომ სადაც მიდიხარ, იქაური მეგობრები გაიჩინო. მეც რამდენიმე ჩინელი მეგობარი მყავს. დაბადების დღეზე, მეგობრებთან ერთად სუფრასთან ფოტო გადავიღე და სოციალურ ქსელში ავტვირთე. ვიღაცამ, ვინც მეგობრების სიაში მყავდა, ფოტო აიღო და სტატია დაწერა, თითქოს ჩინელ მილიონერზე ვთხოვდებოდი... საერთოდ, პირად ამბებზე საჯაროდ ლაპარაკი არ მსურს...

- ჩვენს ქვეყანაში სპეციალურად "მის საქართველოს" კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდი?

- არა. საქართველოში ზუსტად აღდგომის საღამოს ჩამოვედი - ანუ ჯერ "მის საქართველოს" კონკურსის რეგისტრაციაც არ იყო დაწყებული. 2 წლისა და 8 თვის განმავლობაში, ჩემი მშობლები, ახლობლები ნანახი არ მყავდნენ და ცხადია, ყველა მენატრებოდა. თან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა - გადაბმულად მუშაობის გამო, გადავიღალე და დასვენება მჭირდებოდა; სტომატოლოგთანაც დავდიოდი... არც მეგონა, საქართველოში ამდენ ხანს თუ დავრჩებოდი.

უმუშევარი რომ არ ვყოფილიყავი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტში - "ღვინის ეროვნული სააგენტო" - მუშაობა დავიწყე, სადაც ხალხთან ურთიერთობის კოორდინატორი და პიარ-მენეჯერი გახლდით. საზღვარგარეთ პიარისა და მენეჯმენტის კურსები დავამთავრე და გარკვეული პერიოდი, ჟურნალ "კოსმოპოლიტენში" ვმუშაობდი... ამჟამად, სამოდელო კარიერას და პიარმენეჯერობას ერთმანეთს ვერ ვუთავსებ. ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან წამოვედი. ახლა მთელ აქცენტს "მის უნივერსის" კონკურსზე ვაკეთებ, შემდეგ კი სხვადასხვა "მოდის სახლთან" თანამშრომლობას განვაგრძობ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება