Pussy Riot-ი ყველაზე გავლენიანი ხელოვანი ადამიანების ასეულში მოხვდა

Pussy Riot-ი ყველაზე გავლენიანი ხელოვანი ადამიანების ასეულში მოხვდა

რუსული პანკ-ჯგუფი Pussy Riot-ი ყველაზე გავლენიანი ხელოვანი ადამიანების რეიტინგში მოხვდა. ასეული ჟურნალმა ArtReview-მ შეადგინა. ჯგუფი რეიტინგში 57-ე ადგილს იკავებს.

რეიტინგს თანამედროვე ხელოვნების გამოფენის - "documenta 13"-ის არტ-დირექტორი კაროლინ ხრისტოვ-ბაკარჯიევი ლიდერობს.

ყოველწლიური რეიტინგის პირველ სამეულში გალერისტები, ლარი გაგოსიანი და აი ვეივეი შედიან, ისინი მეორე და მესამე ადგილებს ინაწილებენ. შარშან სწორედ ჩინელი მხატვარი-დისიდენტი აღიარეს ყველაზე გავლენიან პიროვნებად ხელოვნებაში.

მეოთხე ადგილზე შვეიცარელი გალერისტი ივან ვირტი გავიდა, მეხუთე ადგილს გერმანელი დევიდ ცვირნერი, ხოლო მეექვსეს - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მხატვარი გერჰარდ რიხტერი იკავებს.

ასეულში ასევე მოხვდნენ ბრიტანელი მხატვარი დემიენ ჰერსტი (41-ე ადგილი), ამერიკელი ავტორი ჯეფ კუნსი (58-ე ადგილი), იაპონელი ტაკასი მურაკამი (60-ე ადგილი) და დიზაინერი მიუჩა პრადა (93-ე ადგილი).

Pussy Riot-ის სამ წევრს 17 აგვისტოს მოსკოვის ხამოვნიჩის სასამართლომ, 21 თებერვალს მაცხოვრის ტაძარში მოწყობილი აქციისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მომზადებულია ArtReview-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა