დედოფლისწყაროს რაიონში ჯილეხით 3 ადამიანი დაავადდა. მათ დაავადება ხელზე აქვთ გამოხატული. სამივე მამაკაცი საქონლის ხორცთან შეხების შედეგად დაინფიცირდა.
დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის, ლალი ალადაშვილის განცხადებით, ავადმყოფები მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
წელს დედოფლისწყაროში ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა სოფელ საბათლოში, ზემო და ქვემო ქედში.