კახეთში პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახშირდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში გლეხებს ცხენებს და ძროხებს მასობრივად პარავენ, მათ შორის საცხოვრებელი სახლის ეზოებიდან. პოლიციაში კი არც ერთი ფაქტი არ გამოუძიებიათ.
"ცხენები მოგვპარეს. გურჯაანის პოლიციას სავარაუდო ქურდების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია, ისიც კი ვუთხარით, სად შეიძლება ცხენები ჰყავდეთ, მაგრამ ამ დრომდე არაფერი გაუკეთებიათ", - აცხადებენ სოფელ ჭანდარში მცხოვრები გლეხები.
საქონლის ქურდობის ფაქტები გახშირდა სიღნაღის რაიონშიც. დაზარალებული გლეხების თქმით, ისინი მოპარულ პირუტყვს საკუთარი ძალებით ეძებენ, რადგან პოლიცია რეაგირებას არ ახდენს.
გურჯაანის პოლიციაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.