სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დავით მირცხულავა: "ენერგეტიკის სამინისტრომ თავისი ფუნქცია ამოწურა"
დავით მირცხულავა: "ენერგეტიკის სამინისტრომ თავისი ფუნქცია ამოწურა"

ენერ­გოს­ფე­რო­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­სა და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე თვალ­საზ­რისს ენერ­გე­ტი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი და­ვით მირ­ცხუ­ლა­ვა გა­მო­ხა­ტავს.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სოვს ცნო­ბი­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო კად­რე­ბი, როცა თქვენ ერთ-ერთ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს საკ­მა­ოდ მკვა­ხე ეპი­თე­ტით ამ­კობთ... იყო თუ არა თქვე­ნი და­პა­ტიმ­რე­ბა ერ­თგვა­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა თუნ­დაც ამის გამო?

- ის ჟურ­ნა­ლის­ტი, ვინც ეს ჩა­ნა­წე­რი გა­ავ­რცე­ლა, დღე­საც "რუს­თა­ვი-2"-ში მუ­შა­ობს, ჩემ მიერ ნათ­ქვა­მი ფრა­ზა კონ­ტექ­სტი­დან იყო ამოგ­ლე­ჯი­ლი, მერე რა­ღაც მი­ა­ბეს, ამის დი­დოს­ტა­ტე­ბი არი­ან... ეს ერთ-ერთი მი­ზე­ზი იყო. მთა­ვა­რი კი იყო ის, რომ იმ გუნდთან, რო­მე­ლიც რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მო­ვი­და, მე თა­ვი­დან­ვე ძალ­ზე და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, ამ გუნდს ენერ­გე­ტი­კის სფე­რო­ში ჩა­რე­ვი­სა და ხე­ლე­ბის ფა­თუ­რის უფ­ლე­ბა არ მი­ვე­ცი. მისი რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მათ შო­რის ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის ერთ-ერთი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი დღემ­დე აქ­ტი­უ­რად ერე­ო­და და ერე­ვა ენერ­გოს­ფე­რო­ში. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შე­მიძ­ლია გან­ვა­ცხა­დო, რომ ჩემი მი­ნის­ტრო­ბი­სას მას ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ვე­ცი. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, რომ ეს ხალ­ხი ქარ­თუ­ლი ენერ­გე­ტი­კის­თვის მო­მე­ცი­ლე­ბი­ნა.

- ბევ­რს გა­უკ­ვირ­და, როცა იმ­დრო­ინ­დელ და­პა­ტიმ­რე­ბულ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს შო­რის თქვენ კერ­კე­ტი კა­კა­ლი აღ­მოჩ­ნდით და არც აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცით, ვერც საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა­ზე და­გი­თან­ხმეს... მა­შინ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გა­ტყდა...

- ჩემ­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო იმის აღი­ა­რე­ბა, რაც არ ჩა­მი­დე­ნია. ვინც მიც­ნობს, იცის, რომ საკ­მა­ოდ მტკი­ცე ხა­სი­ა­თი მაქვს.

- გა­რეგ­ნუ­ლად კი რბი­ლი, დამ­ყო­ლი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებთ...

- ასე ნამ­დვი­ლად არ არის.

- უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რა შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! გქონ­დათ პა­ტიმ­რო­ბი­სას?

- ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბით მუ­შა­ობ­დნენ. ტე­ლე­და­ჭე­რე­ბის აქ­ტი­უ­რი სა­ხე­ე­ბი იყ­ვნენ გენპ­რო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი: ჯა­ვე­ლი­ძე (სამ­წუ­ხა­როდ, სა­ხე­ლი არ მახ­სოვს), გე­ნა­დი ქა­ჩი­ბა­ია (რო­მე­ლიც რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­დეგ ზაზა ქა­ჩი­ბა­ი­ად გა­და­იქ­ცა, რო­გორც ჩანს, გე­ნა­დი ეხა­მუ­შე­ბა). პა­ტიმ­რებ­თან, ძი­რი­თა­დად, ისი­ნი მუ­შა­ობ­დნენ და 1930-იანი წლე­ბის მე­თო­დე­ბის მთელ არ­სე­ნალს იყე­ნებ­დნენ: ზე­წო­ლას, ცი­ნიზმს. ახ­ლა­ხან მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფია გა­და­ვი­კი­თხე, მისი და­კი­თხვის ოქ­მებ­ში ორი ქარ­თვე­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ფი­გუ­რი­რებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემ მიერ ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს ზუს­ტად ისე მო­ექ­ცე­ოდ­ნენ, რო­გორც 1937 წელს მოქ­მე­დი ჯა­ლა­თე­ბი... ვი­მე­დოვ­ნებ, ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ასეთ გა­მომ­ძი­ებ­ლებს აღარ ვი­ხი­ლავთ.

- თქვე­ნი პა­ტიმ­რო­ბი­სას, ად­ვო­კატ­მა ეკა ბე­სე­ლი­ამ მი­მარ­თა ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს, რა­საც მოჰ­ყვა ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს სარ­ე­კო­მენ­და­ციო წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი თქვე­ნი ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე არ ფიქ­რობთ, რომ თქვენ­ზე ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა ამ ფაქ­ტო­რის გამო აღარ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ათ?

- მა­შინ მარ­თლაც ავად ვი­ყა­ვი, ჯან­მრთე­ლო­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად გა­მი­უ­ა­რეს­და და ხე­ლით აღარ შე­მეხ­ნენ, თო­რემ სა­ში­ნელ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­მოქ­მე­დე­ბას გან­ვიც­დი­დი. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეკა ბე­სე­ლია ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა ქარ­თველ ად­ვო­კა­ტებს შო­რის. ასე­ვე ჩემი ად­ვო­კა­ტია სო­ფიო ჯა­ფა­რი­ძე. ამ ორი ქალ­ბა­ტო­ნის ძა­ლის­ხმე­ვით გა­და­იგ­ზავ­ნა ჩემი საქ­მე გან­სა­ხილ­ვე­ლად სტრას­ბურ­ში და ვფიქ­რობ, უახ­ლო­ეს ხან­ში სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც მი­ი­ღებს.

- ფუ­ლად კომ­პენ­სა­ცი­ას ითხოვთ?

- ძალ­ზე მცი­რე კომ­პენ­სა­ცი­ას ვი­თხოვ და იმა­საც ჩემ­თვის არა... ისიც მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას, 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის წევ­რი ვი­ყა­ვი, ვერ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს, რად­გან კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბას გარ­კვე­ულ იმუ­ნი­ტეტს ანი­ჭებს.

- ცი­ხე­ში პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ერ­თგვა­რი შოკი აღ­მოჩ­ნდა. რა­ტომ დუმ­დით ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც წლე­ბის მან­ძილ­ზე გქონ­დათ შე­ხე­ბა ამ სის­ტე­მას­თან?

- ვფიქ­რობ, ეს ფაქ­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არა­ხა­ლი იყო, ამა­ზე სა­უბ­რობ­და სა­ხალ­ხო დამ­ცე­ლი სო­ზარ სუ­ბა­რი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან. ასე­ვე, არა­ერ­თი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ლა­პა­რა­კობ­და, რა მოხ­და ე.წ. ცი­ხის ბუნ­ტის დროს. ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თვალ­წინ მოხ­და, ცი­ხის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში: ორ პა­ტი­მარს - გი­ორ­გი ავა­ლი­ან­სა და ზუ­რაბ ვიბ­ლი­ანს, რო­მე­ლიც უმ­ძი­მე­სი ავად­მყო­ფი იყო, სას­ტი­კად სცე­მეს. ამას პა­ტიმ­რე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა, თუმ­ცა, მათი მხრი­დან ძა­ლა­დო­ბა არ ყო­ფი­ლა. ამას კი რვა ადა­მი­ა­ნის ად­გილ­ზე ჩა­ხოც­ვა და უამ­რა­ვი დაჭ­რი­ლი მოჰ­ყვა.. ამის შემ­დეგ ციხე თან­და­თან ჩა­ი­კე­ტა. ამ­გვარ ფაქ­ტებ­ზე ლა­პა­რა­კობ­და გი­ორ­გი ტუ­ღუ­შიც, უბ­რა­ლოდ, ყვე­ლაფ­რის თვალ­ნათ­ლივ და­ნახ­ვამ ჩა­აგ­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში. თვი­თონ ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ძა­ლა­დო­ბა მხო­ლოდ ფა­შის­ტუ­რი რე­ჟი­მე­ბის დროს ხდე­ბა.

- ხში­რად ის­მის კი­თხვა: რა­ტომ იყო ელექტრო­ე­ნერ­გი­ის დე­ფი­ცი­ტი მირ­ცხუ­ლა­ვას მი­ნის­ტრო­ბი­სას?

- იმ­ხა­ნად ჩვენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ბუ­ნებ­რი­ვი აირი ასე სტა­ბი­ლუ­რად არ მოგ­ვე­წო­დე­ბო­და, თუმ­ცა, ხმა­მაღ­ლა შე­მიძ­ლია ვთქვა: იმა­ში, რომ დღეს ქვე­ყა­ნას აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი გაზი მო­ე­წო­დე­ბა, არც ერთ დღე­ვან­დელ ენერ­გო­ჩი­ნო­სანს არ მი­უ­ძღვის წვლი­ლი, ეს იმ მთავ­რო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ­ლის წევ­რიც მე ვი­ყა­ვი, ისე­ვე რო­გორც ენ­გურ­ჰე­სის რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბა. აგ­რეთ­ვე, ჩვენ დროს და­ი­წყო ენერ­გო­სექ­ტორ­ში სო­ლი­დუ­რი უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის 5-5 წლით შე­მოს­ვლა.

- რო­გო­რია თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა თერ­გზე, აჭა­რის­წყალ­ზე, სხვა მდი­ნა­რე­ებ­ზე ჰე­სე­ბის კას­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე, რაც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბას იწ­ვევს...

- ნე­ბი­მი­ე­რი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა მი­ი­ღონ. ჰიდ­რო­ე­ლექ­ტო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვარ, ოღონდ ეკო­ლო­გი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვით, თუ­ნდაც ამან პრო­ექ­ტის გაძ­ვი­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ამას­თან, დღეს ზო­გი­ერ­თი ჰესი ისეთ ად­გი­ლას შენ­დე­ბა, არა მგო­ნია, ეს ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი იყოს.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდ­ხანს სა­უბ­რობ­დნენ თქვე­ნი შე­საძ­ლო გა­მი­ნის­ტრე­ბის თა­ო­ბა­ზე...

- ერ­თმა თქვენ­მა კო­ლე­გამ ისიც კი იკი­თხა: "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" რა­ტომ და­დი­სო? არც ახლა და არც მო­მა­ვალ­ში არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბას არ ვა­პი­რებ. თუმ­ცა, ენერ­გე­ტი­კო­სი ვარ და არც ჩემი დიპ­ლო­მე­ბის დაწ­ვას ვა­პი­რებ. თუ რჩე­ვას მკი­თხა­ვენ, მზად ვარ, ჩემს ქვე­ყა­ნას ვემ­სა­ხუ­რო. და კი­დევ - მი­მაჩ­ნია, რომ დღეს ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო აღარ უნდა არ­სე­ბობ­დეს, მან თა­ვი­სი ფუნ­ქცია ამო­წუ­რა. ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში შე­საძ­ლოა შე­იქ­მნას მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ამ სფე­რო­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. ამ­ჟა­მინ­დელ ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კომ­პა­ნი­ას დღეს თა­ვი­სი ფუნ­ქცია, სახე სრუ­ლი­ად და­კარ­გუ­ლი აქვს, არა­და, სწო­რედ ის უნდა არე­გუ­ლი­რებ­დეს ტა­რიფს ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე, გაზ­ზე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კომ­პა­ნი­ა­შიც კი თვა­ლით არა­ვის უნა­ხავს კონ­ტრაქ­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც დღეს სა­ქარ­თვე­ლო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­გან ბუ­ნებ­რივ აირს იღებს.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დავით მირცხულავა: "ენერგეტიკის სამინისტრომ თავისი ფუნქცია ამოწურა"

დავით მირცხულავა: "ენერგეტიკის სამინისტრომ თავისი ფუნქცია ამოწურა"

ენერგოსფეროში შექმნილ ვითარებასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე თვალსაზრისს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი დავით მირცხულავა გამოხატავს.

- საზოგადოებას ახსოვს ცნობილი სატელევიზიო კადრები, როცა თქვენ ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირს საკმაოდ მკვახე ეპითეტით ამკობთ... იყო თუ არა თქვენი დაპატიმრება ერთგვარი ანგარიშსწორება თუნდაც ამის გამო?

- ის ჟურნალისტი, ვინც ეს ჩანაწერი გაავრცელა, დღესაც "რუსთავი-2"-ში მუშაობს, ჩემ მიერ ნათქვამი ფრაზა კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი, მერე რაღაც მიაბეს, ამის დიდოსტატები არიან... ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო. მთავარი კი იყო ის, რომ იმ გუნდთან, რომელიც რევოლუციის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოვიდა, მე თავიდანვე ძალზე დაძაბული ურთიერთობა მქონდა, ამ გუნდს ენერგეტიკის სფეროში ჩარევისა და ხელების ფათურის უფლება არ მივეცი. მისი რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის ახლად არჩეული პარლამენტის ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატი დღემდე აქტიურად ერეოდა და ერევა ენერგოსფეროში. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემი მინისტრობისას მას ამის საშუალება არ მივეცი. ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს ხალხი ქართული ენერგეტიკისთვის მომეცილებინა.

- ბევრს გაუკვირდა, როცა იმდროინდელ დაპატიმრებულ მაღალჩინოსნებს შორის თქვენ კერკეტი კაკალი აღმოჩნდით და არც აღიარებითი ჩვენება მიეცით, ვერც საპროცესო გარიგებაზე დაგითანხმეს... მაშინ არაერთი ადამიანი გატყდა...

- ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი იყო იმის აღიარება, რაც არ ჩამიდენია. ვინც მიცნობს, იცის, რომ საკმაოდ მტკიცე ხასიათი მაქვს.

- გარეგნულად კი რბილი, დამყოლი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ...

- ასე ნამდვილად არ არის.

- უფრო კონკრეტულად, რა შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გქონდათ პატიმრობისას?

- ტრადიციული მეთოდებით მუშაობდნენ. ტელედაჭერების აქტიური სახეები იყვნენ გენპროკურატურის გამომძიებლები: ჯაველიძე (სამწუხაროდ, სახელი არ მახსოვს), გენადი ქაჩიბაია (რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების შემდეგ ზაზა ქაჩიბაიად გადაიქცა, როგორც ჩანს, გენადი ეხამუშება). პატიმრებთან, ძირითადად, ისინი მუშაობდნენ და 1930-იანი წლების მეთოდების მთელ არსენალს იყენებდნენ: ზეწოლას, ცინიზმს. ახლახან მიხეილ ჯავახიშვილის ბიოგრაფია გადავიკითხე, მისი დაკითხვის ოქმებში ორი ქართველი გამომძიებელი ფიგურირებს და დარწმუნებული ვარ, ჩემ მიერ ზემოთ დასახელებული პიროვნებები მიხეილ ჯავახიშვილს ზუსტად ისე მოექცეოდნენ, როგორც 1937 წელს მოქმედი ჯალათები... ვიმედოვნებ, ცვლილებების შემდეგ პროკურატურაში ასეთ გამომძიებლებს აღარ ვიხილავთ.

- თქვენი პატიმრობისას, ადვოკატმა ეკა ბესელიამ მიმართა ევროსასამართლოს, რასაც მოჰყვა ევროსასამართლოს სარეკომენდაციო წერილი საქართველოს ხელისუფლებისადმი თქვენი ციხის საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე არ ფიქრობთ, რომ თქვენზე ფიზიკური ზეწოლა ამ ფაქტორის გამო აღარ განუხორციელებიათ?

- მაშინ მართლაც ავად ვიყავი, ჯანმრთელობისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მდგომარეობა მკვეთრად გამიუარესდა და ხელით აღარ შემეხნენ, თორემ საშინელ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას განვიცდიდი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეკა ბესელია ერთ-ერთი საუკეთესოა ქართველ ადვოკატებს შორის. ასევე ჩემი ადვოკატია სოფიო ჯაფარიძე. ამ ორი ქალბატონის ძალისხმევით გადაიგზავნა ჩემი საქმე განსახილველად სტრასბურში და ვფიქრობ, უახლოეს ხანში სასამართლო გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

- ფულად კომპენსაციას ითხოვთ?

- ძალზე მცირე კომპენსაციას ვითხოვ და იმასაც ჩემთვის არა... ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ციხეში ყოფნისას, 3 წლის განმავლობაში ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრი ვიყავი, ვერ გამათავისუფლეს, რადგან კანონმდებლობა ამ თანამდებობას გარკვეულ იმუნიტეტს ანიჭებს.

- ციხეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრები საზოგადოებისთვის ერთგვარი შოკი აღმოჩნდა. რატომ დუმდით ის ადამიანები, ვისაც წლების მანძილზე გქონდათ შეხება ამ სისტემასთან?

- ვფიქრობ, ეს ფაქტები საზოგადოებისთვის არახალი იყო, ამაზე საუბრობდა სახალხო დამცელი სოზარ სუბარი ყველაზე მაღალი, პარლამენტის ტრიბუნიდან. ასევე, არაერთი უფლებადამცველი ლაპარაკობდა, რა მოხდა ე.წ. ციხის ბუნტის დროს. ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში: ორ პატიმარს - გიორგი ავალიანსა და ზურაბ ვიბლიანს, რომელიც უმძიმესი ავადმყოფი იყო, სასტიკად სცემეს. ამას პატიმრების პროტესტი მოჰყვა, თუმცა, მათი მხრიდან ძალადობა არ ყოფილა. ამას კი რვა ადამიანის ადგილზე ჩახოცვა და უამრავი დაჭრილი მოჰყვა.. ამის შემდეგ ციხე თანდათან ჩაიკეტა. ამგვარ ფაქტებზე ლაპარაკობდა გიორგი ტუღუშიც, უბრალოდ, ყველაფრის თვალნათლივ დანახვამ ჩააგდო საზოგადოება შოკში. თვითონ ციხის ადმინისტრაციის ძალადობა მხოლოდ ფაშისტური რეჟიმების დროს ხდება.

- ხშირად ისმის კითხვა: რატომ იყო ელექტროენერგიის დეფიციტი მირცხულავას მინისტრობისას?

- იმხანად ჩვენ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირი ასე სტაბილურად არ მოგვეწოდებოდა, თუმცა, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა: იმაში, რომ დღეს ქვეყანას აზერბაიჯანული გაზი მოეწოდება, არც ერთ დღევანდელ ენერგოჩინოსანს არ მიუძღვის წვლილი, ეს იმ მთავრობის დამსახურებაა, რომლის წევრიც მე ვიყავი, ისევე როგორც ენგურჰესის რეაბილიტირება. აგრეთვე, ჩვენ დროს დაიწყო ენერგოსექტორში სოლიდური უცხოური კომპანიების 5-5 წლით შემოსვლა.

- როგორია თქვენი მოსაზრება თერგზე, აჭარისწყალზე, სხვა მდინარეებზე ჰესების კასკადის მშენებლობების თაობაზე, რაც ჩვენს საზოგადოებაში დაპირისპირებას იწვევს...

- ნებიმიერი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით უნდა მიიღონ. ჰიდროელექტოსადგურის მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ, ოღონდ ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვით, თუ­ნდაც ამან პროექტის გაძვირება გამოიწვიოს. ამასთან, დღეს ზოგიერთი ჰესი ისეთ ადგილას შენდება, არა მგონია, ეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იყოს.

- საზოგადოებაში დიდხანს საუბრობდნენ თქვენი შესაძლო გამინისტრების თაობაზე...

- ერთმა თქვენმა კოლეგამ ისიც კი იკითხა: "ქართულ ოცნებაში" რატომ დადისო? არც ახლა და არც მომავალში არც ერთი პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას არ ვაპირებ. თუმცა, ენერგეტიკოსი ვარ და არც ჩემი დიპლომების დაწვას ვაპირებ. თუ რჩევას მკითხავენ, მზად ვარ, ჩემს ქვეყანას ვემსახურო. და კიდევ - მიმაჩნია, რომ დღეს ენერგეტიკის სამინისტრო აღარ უნდა არსებობდეს, მან თავისი ფუნქცია ამოწურა. ეკონომიკის სამინისტროში შესაძლოა შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ამ სფეროზე ზედამხედველობას განახორციელებს. ამჟამინდელ ენერგეტიკის მარეგულირებელ კომპანიას დღეს თავისი ფუნქცია, სახე სრულიად დაკარგული აქვს, არადა, სწორედ ის უნდა არეგულირებდეს ტარიფს ელექტროენერგიაზე, გაზზე. დარწმუნებული ვარ, მარეგულირებელ კომპანიაშიც კი თვალით არავის უნახავს კონტრაქტი, რომლის თანახმადაც დღეს საქართველო აზერბაიჯანისგან ბუნებრივ აირს იღებს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა