სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ინდოელი მამაკაცი მამა 96 წლის ასაკში გახდა
ინდოელი მამაკაცი მამა 96 წლის ასაკში გახდა

ინ­დო­ე­ლი გლე­ხი, რა­მა­ჯით რა­გ­ჰა­ვი, ინ­დო­ეთ­ში ყვე­ლა­ზე ხნი­ერ მა­მად აღი­ა­რეს - მას შვი­ლი 96 წლის ასაკ­ში შე­ე­ძი­ნა და სა­კუ­თა­რი რე­კორ­დი მოხ­სნა.

რო­გორც გა­ზე­თი Times of India იუ­წყე­ბა, ორი წლის წინ რა­მა­ჯი­ტი პირ­ვე­ლად გახ­და მამა. 2010 წელს, 94 წლის ასაკ­ში, მას ვაჟი შე­ე­ძი­ნა.

რა­მა­ჯი­ტის მე­უღ­ლემ, 52 წლის შა­კუნ­ტა­ლა დე­ვიმ 5 ოქ­ტომ­ბერს იმ­შო­ბი­ა­რა. ოჯახ­მა ამ სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა მა­ნამ არ მო­ი­სურ­ვა, სა­ნამ არ დარ­წმუნ­დნენ, რომ ახალ­შო­ბი­ლიც და დე­დაც თავს კარ­გად გრძნობ­დნენ.

რა­მა­ჯი­ტი და მისი მე­უღ­ლე ერ­თმა­ნეთს 10 წლის წინ შეხ­ვდნენ და ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც გა­და­წყვი­ტეს ბავ­შვე­ბის გა­ჩე­ნა.

96 წლის მა­მამ სა­კუ­თა­რი სი­ჭარ­მა­გე ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ახ­სნა. ის 5 სა­ათ­ზე იღ­ვი­ძებს, შემ­დეგ მუ­შა­ობს და აუ­ცი­ლებ­ლად იძი­ნებს სა­ღა­მოს 8 სა­ა­თამ­დე. ყო­ველ­დღე ის 2 ლიტრ ძრო­ხის ნა­ტუ­რა­ლურ რძეს სვამს, ხოლო საკ­ვე­ბი ხი­ლით, ბოსტნე­უ­ლი­თა და ტრა­დი­ცი­უ­ლი ინ­დუ­რი პუ­რით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია news.am-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ინდოელი მამაკაცი მამა 96 წლის ასაკში გახდა

ინდოელი მამაკაცი მამა 96 წლის ასაკში გახდა

ინდოელი გლეხი, რამაჯით რაგჰავი, ინდოეთში ყველაზე ხნიერ მამად აღიარეს - მას შვილი 96 წლის ასაკში შეეძინა და საკუთარი რეკორდი მოხსნა.

როგორც გაზეთი Times of India იუწყება, ორი წლის წინ რამაჯიტი პირველად გახდა მამა. 2010 წელს, 94 წლის ასაკში, მას ვაჟი შეეძინა.

რამაჯიტის მეუღლემ, 52 წლის შაკუნტალა დევიმ 5 ოქტომბერს იმშობიარა. ოჯახმა ამ სასიხარულო ამბის გამჟღავნება მანამ არ მოისურვა, სანამ არ დარწმუნდნენ, რომ ახალშობილიც და დედაც თავს კარგად გრძნობდნენ.

რამაჯიტი და მისი მეუღლე ერთმანეთს 10 წლის წინ შეხვდნენ და ასაკის მიუხედავად მაინც გადაწყვიტეს ბავშვების გაჩენა.

96 წლის მამამ საკუთარი სიჭარმაგე  ჯანსაღი ცხოვრების წესით ახსნა. ის 5 საათზე იღვიძებს, შემდეგ მუშაობს და აუცილებლად იძინებს საღამოს 8 საათამდე. ყოველდღე ის 2 ლიტრ ძროხის ნატურალურ რძეს სვამს, ხოლო საკვები ხილით, ბოსტნეულითა და ტრადიციული ინდური პურით შემოიფარგლება.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს