კაიროში გუშინდელი არეულობის შედეგად 120 ადამიანი დაშავდა. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში ათეულობით დაჭრილი გადაიყვანეს, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.
კაიროში, ტაჰრირის მოედანზე შეტაკებები პარასკევის ლოცვების შემდეგ, პრეზიდენტ მუჰამედ მურსის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაიწყო. დემონსტრანტებმა ქვეყნის პირველი პირის გადადგომა მოითხოვეს. მომიტინგეების განცხადებით, პრეზიდენტის პოლიტიკამ მისი პირველპირობის პირველ ას დღეში ვერ გაამართლა.