ჟურნალისტი მაკა დეკანოსიძე დააკავეს

ჟურნალისტი მაკა დეკანოსიძე დააკავეს

სამართალდამცველებმა ჟურნალისტი მაკა დეკანოსიძე დააკავეს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გაზეთ "ქართული სიტყვის" რედაქტორმა ვანო პავლიაშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, გაზეთის კორესპონდენტის დაკავების მოტივი მისთვის უცნობია, თუმცა იცის, რომ ამ წუთებში დეკანოსიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჰყავთ.

"სავარაუდოდ, მას ადმინისტრაციული წესით ჯარიმას შეუფარდებენ, თუმცა დაკავების ზუსტი მიზეზი ჩემთვის ცნობილი არაა. რამდენადაც მითხრეს, საუბარია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე", - აღნიშნა პავლიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები