განმეორებით კენჭისყრაში ამომრჩეველთა აქტივობამ 32,9 პროცენტი შეადგინა

განმეორებით კენჭისყრაში ამომრჩეველთა აქტივობამ 32,9 პროცენტი შეადგინა

საქართველოს სამი საარჩევნო ოლქის 11 უბანზე განმეორებით მაჟორიტარულ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ ცესკოს 20:00 საათის მონაცემებით, 32,9 % შეადგინა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საარჩევნო ადმინისტრაციიდან აცნობეს, არჩევნები თითოეულ უბანზე, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე, მშვიდ გარემოში და სრული გამჭვირვალობის პირობებში წარიმართა.

საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა ამომრჩეველს და იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და თავისი სამოქალაქო აქტივობით ხელს უწყობდა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა