ქობულეთში ძლიერი ქარბორბალა იყო

ქობულეთში ძლიერი ქარბორბალა იყო

ქობულეთს ძლიერი ქარბორბალა დაატყდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ქარბორბალამ ქობულეთს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

ქობულეთში სტიქიის ეპიცენტრი აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე იყო, სადაც ქარბორბალამ ხეები მოგლიჯა. ასევე, რამდენიმე სახლს სახურავი ახადა, ჩაამსხვრია შუშები. სახურავების ნამტვრევები მანქანებს დაეცა და დააზიანა.

ქარბორბალას ძლიერი წვიმა მოჰყვა და მოსახლეობას წყალი ბინებში ჩაუვიდა.

შესაბამისი სამსახურები ზარალს ითვლიან.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია