სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
14 წლის გოგონა სამოქალაქო აქტიურობის გამო დაჭრეს
14 წლის გოგონა სამოქალაქო აქტიურობის გამო დაჭრეს

14 წლის მა­ლა­ლა იუ­სუფ­ზაი, რო­მე­ლიც 11 წლი­დან თა­ლი­ბა­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ბევ­რის­თვის ეროვ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო იყო, თა­ლი­ბა­ნის მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ­მა მკვლელ­მა მძი­მედ დაჭ­რა.

ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, თავ­დამ­სხმელ­მა მა­ლა­ლა იუ­სუფ­ზა­ის ვი­ნა­ო­ბა სკო­ლა­ში იკი­თხა. რო­დე­საც თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა გო­გო­ნა­ზე მი­უ­თი­თეს, მან ცე­ცხლი გახ­სნა და გო­გო­ნა თავ­ში და კი­სერ­ში დაჭ­რა, და­შავ­და ასე­ვე მისი რამ­დე­ნი­მე თა­ნაკ­ლა­სე­ლიც. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი პე­შა­ვა­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მათ სას­წრა­ფოდ ჩა­უ­ტარ­დათ ოპე­რა­ცია. ექი­მე­ბის ცნო­ბით, იუ­სუფ­ზა­ი­სა და კი­დევ ერთი გო­გო­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ჯერ კი­დევ კრი­ტი­კუ­ლია.

თა­ლი­ბან­მა უკვე აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მომ­ხდარ­ზე. მათ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ გო­გო­ნას სი­ცო­ცხლე მისი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­უ­რო­ბის გამო ხელ­ყვეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია euronews-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

14 წლის გოგონა სამოქალაქო აქტიურობის გამო დაჭრეს

14 წლის გოგონა სამოქალაქო აქტიურობის გამო დაჭრეს

14 წლის მალალა იუსუფზაი, რომელიც 11 წლიდან თალიბანის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა და ბევრისთვის ეროვნული თავისუფლების სიმბოლო იყო, თალიბანის მიერ დაქირავებულმა მკვლელმა მძიმედ დაჭრა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა მალალა იუსუფზაის ვინაობა სკოლაში იკითხა. როდესაც თანაკლასელებმა გოგონაზე მიუთითეს, მან ცეცხლი გახსნა და გოგონა თავში და კისერში დაჭრა, დაშავდა ასევე მისი რამდენიმე თანაკლასელიც. დაშავებულები პეშავარის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ სასწრაფოდ ჩაუტარდათ ოპერაცია. ექიმების ცნობით, იუსუფზაისა და კიდევ ერთი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ კრიტიკულია.

თალიბანმა უკვე აიღო პასუხისმგებლობა მომხდარზე. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ გოგონას სიცოცხლე მისი შეხედულებებისა და სამოქალაქო აქტიურობის გამო ხელყვეს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია euronews-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა