დასავლური პრესა ხშირად გვანებივრებს საინტერესო გამოკითხვებით. ისინი თითქმის ყოველ კვირას აქვეყნებენ პოლიტიკოსების, მომღერლების, მსახიობების სხვადასხვა რეიტინგს. ყველაზე ცუდი პოლიტიკოსი, ყველაზე სკანდალურები, ყველაზე უცნაურად ჩაცმული ვარსკვლავები და უამრავი სხვა. ამ გამოკითხვებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული - შეუფერებელი წყვილების რეიტინგია. მათ შორის ხშირად ხვდებიან ჰოლივუდის ვარსკვლავური წყვილები.
საზოგადოებას მუდამ აინტერესებს ადამიანების სასიყვარულო ისტორიები და ქორწილები. როგორ გამოიყურება პატარძალი, ვისი შეკერილი კაბა აცვია, რამდენი მილიონი დოლარი დაუჯდათ ქორწილი. ხშირად ვარსკვლავები ქორწილის ცერემონიალსაც ასაიდუმლოებენ და შემდგომ ფოტოებს სარფიანად ყიდიან პოპულარულ ჟურნალებზე.
ყველაზე დიდ ინტერესს მაინც ცნობილი ადამიანების მეორე ნახევრები იწვევენ. ვინ, ვის და რატომ გაჰყვა ან მოიყვანა. მიზეზი ხშირად ერთია - მდიდარი ან პოპულარული საქმრო-საცოლე. ფული ყოველთვის იძლევა იმის გარანტიას, რომ მომავალში ნეფემ ან პატარძალმა წარმატებული კარიერა თავადაც გაიკეთოს. თუმცა რიგ შემთხვევაში მართლდება პოპულარული გამონათქვამი - "სიყვარული ბრმაა". საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ასეთ რისკიან ნაბიჯზე მხოლოდ ლამაზი ქალბატონები არ მიდიან და ბევრი შემთხვევა ვიცით, როდესაც პოპულარულ მამაკაცებსაც დაუწუნეს არჩევანი.
საზოგადოება არჩევანს ხშირად უწუნებს ქართველ ვარსკვლავებსაც, თუმცა ჩვენთან არც ათეულებს ადგენენ და არც ხუთეულებს. ჰოლივუდის ცნობილ წყვილებთან ერთად, ბოლო დროს გაბედნიერებული რამდენიმე ქართველი ვარსკვლავის არჩევანსაც გაგაცნობთ.
ნინი ბადურაშვილი და ირაკლი კუტალაძე
მიუხედავად იმისა, რომ ნინი ბადურაშვილის გათხოვებაზე ლამის მთელი ერი ზრუნავდა, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა ინფორმაცია მისი საქმროს შესახებ. ქალაქში ამბობდნენ, რომ ნინის ერთი-მეორის მიყოლებით უწუნებდა დედა შეყვარებულებს, თუმცა, როგორც ჩანს, მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენი სიძით კახიანების ოჯახი მოიხიბლა.
როგორც ამბობენ, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი სასიძოს მატერიალური შესაძლებლობა აღმოჩნდა. ირაკლი კუტალაძე წყალბურთელია, თხუთმეტი წელი რუსეთის ნაკრებში თამაშობდა. შემდეგ კი ბიზნესს მიჰყო ხელი და ამჟამად მოსკოვში არბატზე რესტორანი აქვს. წყვილმა ნიშნობა აგვისტოში აღნიშნა, გრანდიოზული ქორწილის გადახდას კი ოქტომბერში გეგმავენ.
ჰიუ ლორი და ჯო გრინი
ბევრისთვის საყვარელმა ექიმმა ჰაუსმა ჯო გრინზე 1989 წელს იქორწინა. ჯო თეატრის ადმინისტრატორი გახლდათ. ერთად მრავალი წელი გაატარეს და უკვე სამი შვილიც ჰყავთ.
ჰიუს პოპულარობის ზრდის პარალელურად, მათი წყვილი მუდმივად ხდება კრიტიკის ობიექტი და ხანდახან არც ისე ბედნიერად გამოიყურებიან.
ყველაფრის მიუხედავად, ჰიუ ოჯახურ ცხოვრებას აგრძელებს და სულაც არ ფიქრობს ჯოსთან დაშორებაზე.
ჰაიდი კლუმი და სილი
სუპერმოდელი ჰაიდი და მომღერალი სილი 2005 წელს დაქორწინდნენ. მათ ყველაზე ხშირად მოიხსენიებდნენ ურჩხულად და მზეთუნახავად. წყვილის ერთად გამოჩენა მუდმივად შოკში აგდებდა საზოგადოებას.
მათი ქორწინება ყველასთვის მოულოდნელად შვიდი წელი გაგრძელდა და სამი საერთო ბიოლოგიური შვილის გარდა ერთიც ჰაიდის წინა ურთიერთობიდან შეძენილი შვილი ჰყავთ.
განქორწინების გადაწყვეტილება 2012 წლის იანვარში მიიღეს. მიზეზად, ხასიათის შეუთავსებლობა დაასახელეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი წყვილი ყოველთვის ბედნიერად გამოიყურებოდა, საზოგადოებას დღემდე უკვირს, როგორ ცხოვრობდნენ ერთად ამდენი წელი.
ბიონსე და ჯეი ზი
მართალია, ორივე მომღერალი პოპულარულია, მაგრამ დღემდე ბევრი ვერ ხვდება, რატომ გააკეთა არჩევანი ლამაზმა და სექსუალურმა ბიონსემ 12 წლით უფროს რეპერ ჯეი ზიზე. თუმცა ბიონსეს გულნატკენი თაყვანისმცემლებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ახლახან გამოქვეყნებული საკმაოდ სახალისო რეიტინგები - პოპულარული მამაკაცების სასქესო ორგანოების ზომების შესახებ. აღმოჩნდა, რომ ჯეი ზი ვარკვლავებიდან ყველაზე დიდი პენისის მქონე მამაკაცია. და საზოგადოებაც დამშვიდდა, გაიგეს, რით მოიხიბლა ბიონსე.
თათული ბართაია და დათო უბილავა
ავსტრალიაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი და გაზეთ "ყველა სიახლის" სპეციალური კორესპონდენტი თათული ბართაია დაინიშნენ. მისი რჩეულია 30 წლის ქართველი, სიდნეის უნივერისტეტის ეკონომიკის ლექტორი.
წყვილმა ერთმანეთი საერთო ნაცნობთან გაიცნო და გოგონამ დათო ერთი ნახვით მოხიბლა, თუმცა მანამდე მასზე უკვე ბევრი სმენოდა. ყველაფერი ტრადიციების სრული დაცვით ჩატარდა. დათომ თათულის მშობლებს ხელი ოფიციალურად სთხოვა და მათგან თანხმობაც მიიღო. თაფლობის თვის გატარებას წყვილი ფიჯის კუნძულებზე გეგმავს.
ანა გურჯი და სტივენ ბერეზი
ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობი ანა გურჯი საზოგადოებამ სკანდალური ფილმით "ისლამის უცოდველობა" გაიცნო.
ქართველი გოგონა ამერიკაში 17 წლის ასაკში გაემგზავრა და მომავალ მეუღლეს ერთ-ერთი ფილმის გადაღებაზე შეხვდა. ფილმის კოპროდიუსერი სტივენ ბერეზი გახლდათ. ბერეზი პროდიუსერობის გარდა მუსიკოსია და საკუთარი მუსიკალური ჯგუფი აქვს. პროდიუსერი მეუღლე დამწყები მსახიობისთვის თავის დასამკვიდრებლად შესანიშნავი შანსია. ბერეზი ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული და პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.
ჰიუ ჰეფნერი და კრისტალ ჰარისი
ჟურნალ "პლეიბოის" დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი ერთი წლის წინ 60 წლით უმცროს მოდელზე, კრიტალ ჰარისზე დაქორწინდა. კრისტალისთვის ეს ქორწინება კარიერულად და ფინანსურად მომგებიანი გახლდათ. ქორწილში "სვაროვსკის" ვარდისფერი და ფირუზისფერი კრისტალებით დამშვენებული მოსაწვევებით 300 ადამიანი მიიწვიეს. და, რა თქმა უნდა, არავინ დაიჯერა, რომ კრიტალს 85 წლის ჰარისი თავდავიწყებით შეუყვარდა.
ნიკოლა სარკოზი და კარლა ბრუნი
რთული არ არის იმის დადგენა, რით მოხიბლა საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ცნობილი ფოტომოდელი და მომღერალი კარლა ბრუნი.
სარკოზის პრეზიდენტობის პერიოდში ხშირად ვრცელდებოდა ჭორი მათი დაშორების შესახებ, მაგრამ პარალელურად წყვილის პლაჟზე გადაღებული პიკანტური ფოტოებიც ქვეყნდებოდა, სადაც ცოლ-ქმარი ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა.
ჭორების მიუხედავად, წყვილმა ოჯახი შეინარჩუნა და საერთო შვილიც გაუჩნდათ.
ქეთი მელუა და ჯეიმს ტაუზლენდი
ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა სამშობლოშიც არანაკლებ პოპულარული გახლდათ, თუმცა მისი პირადი ცხოვრება სკანდალებით არასოდეს გამოირჩეოდა. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მისი რჩეული მოტომრბოლელი ჯეიმს ტაუზლენდი გახდა.
31 წლის ჯეიმსმა და 27 წლის ქეთიმ ერთმანეთი გასული წლის აპრილში მომღერლის კონცერტზე გაიცნეს. ქეთით მოხიბლულმა მოტომრბოლელმა რამდენიმე თვეში ცოლობა სთხოვა და ბრილიანტის ბეჭედიც უსახსოვრა.
ქართულმა პრესა აქტიურად აშუქებდა მათ ქორწილს, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ გაიმართა. ქეთის ცნობილი დიზაინერის კლერ პეტიბოუნის თეთრი საქორწილო კაბა ეცვა და ცერემონია ლონდონის დასავლეთით სამეფო ბაღებში მდებარე კონსერვატორიაში გაიმართა.
(გამოდის ორშაბათობით)