სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ირაკლი მენაღარიშვილი: "ემოციის დრო და ფუფუნება ჩვენ არა გვაქვს, რუსეთთან მოლაპარაკება ძალიან რთული პროცესია"
 ირაკლი მენაღარიშვილი: "ემოციის დრო და ფუფუნება ჩვენ არა გვაქვს, რუსეთთან მოლაპარაკება ძალიან რთული პროცესია"

სა­ქარ­თვე­ლო 1-ლი ოქ­ტომ­ბრის­კენ 22 წე­ლი­წა­დი მი­დი­ო­და გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბით, რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი­თა თუ მრა­ვალ­თვი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბით. 1-ელ ოქ­ტომ­ბერს კი ქვე­ყა­ნამ დიდი და ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ და­ამ­ტკი­ცა, რომ უკვე თვი­თონ არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წყა­რო და წარ­სულს ჩაჰ­ბარ­და დრო, რო­დე­საც მის ნე­ბას ცეს­კო­ში გა­დას­წო­რე­ბუ­ლი ოქ­მე­ბი გა­და­წო­ნი­და ხოლ­მე. სა­ქარ­თვე­ლომ და­სავ­ლურ, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს აჩ­ვე­ნა, რომ ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს ევ­რო­პულ ოჯახ­ში ყოფ­ნას და ავან­სე­ბი, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ­მა ჩვენს ქვე­ყა­ნას მის­ცა, ტყუ­ი­ლად არ არის და­ხარ­ჯუ­ლი. თუმ­ცა, რომ არა და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რა, ქვე­ყა­ნა­ში მოვ­ლე­ნე­ბი, შე­საძ­ლოა, 2008 წლის არ­ჩევ­ნე­ბის და უფრო მძი­მე სცე­ნა­რი­თაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო. მე­ო­რე მხრივ, რომ არა ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია და სიმ­ტკი­ცე, აშშ-ისა თუ ევ­რო­კავ­ში­რის მე­ცა­დი­ნე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის­თვის ფუ­ჭად დარ­ჩე­ბო­და. "სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის" დი­რექ­ტო­რი, ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ირაკ­ლი მე­ნა­ღა­რიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ორი ფაქ­ტო­რი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა, რა­მაც პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­ჩევ­ნე­ბით შეც­ვლა გა­ნა­პი­რო­ბა.

- გა­დამ­წყვე­ტი ორი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რი იყო: პირ­ვე­ლი - ქვე­ყა­ნა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მომ­წიფ­და და მე­ო­რე - სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის პო­ზი­ცია. შე­იძ­ლე­ბა გვი­თხრან, ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა დიდი ხა­ნია მომ­წი­ფე­ბუ­ლი იყოო და 2008 წელი დაგ­ვი­სა­ხე­ლონ. ალ­ბათ, ამ აზრს უნდა და­ვე­თან­ხმოთ. მაგ­რამ ჯერ ერთი, 2008 წელს არ არ­სე­ბობ­და არც სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მზა­ო­ბა, აქ­ტი­უ­რი როლი ეთა­მა­შა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის კო­რექ­ტუ­ლად წარ­მარ­თვა­ში და არ ყო­ფი­ლი­ყო მხო­ლოდ პა­სი­უ­რი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი და შემ­ფა­სე­ბე­ლი და მე­ო­რე - პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი, რო­მე­ლიც ახალ გან­წყო­ბებს გა­მო­ხა­ტავ­და, არ იყო ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლად, თუნ­დაც პო­ლი­ტი­კუ­რად მზად. 1-ელ ოქ­ტომ­ბერს კი ამან ერ­თად მო­ი­ყა­რა თავი და მი­ვი­ღეთ შე­სა­ბა­მი­სი შე­დე­გი.

- სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მზა­ო­ბა­ში რას გუ­ლის­ხმობთ - აშშ-ის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბებს, რომ "ელო­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­ცი­ურ გა­და­ბა­რე­ბას", თუ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის ჩა­მოს­ვლას?

- ყვე­ლა­ფერს ერ­თად. და­წყე­ბუ­ლი პრე­ზი­დენტ ბა­რაქ ობა­მას ცნო­ბი­ლი გან­ცხა­დე­ბით და დამ­თავ­რე­ბუ­ლი იმ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი პო­ზი­ცი­ით, რო­მე­ლიც ჰქონ­და ეუ­თოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ოფი­სის მი­სი­ას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­ვე სა­ელ­ჩო­ე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი აშშ-ის სა­ელ­ჩოს პო­ზი­ცია. ყვე­ლა­ფერ­მა ამან გა­მო­იწ­ვია, ერთი მხრივ, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბა და მე­ო­რე მხრივ, პრე­ვენ­ცია ბევ­რი ისე­თი მოქ­მე­დე­ბი­სა, რო­მე­ლიც 2008 წელს მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და იმ შე­დე­გი­სა, რომ­ლი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა იყო უკ­მა­ყო­ფი­ლო. ვგუ­ლის­ხმობ, 2008 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ ხმის დათ­ვლი­სას და­ფიქ­სი­რე­ბულ უამ­რავ მი­უ­ღე­ბელ ფაქტს.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ არ იყო მზად სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა 2008 წლის არ­ჩევ­ნე­ბი­სას? რა, ოთხი წლის წინ ნაკ­ლე­ბად აღელ­ვებ­დათ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა თუ სხვა ფაქ­ტო­რებ­მა ითა­მა­შა გა­დამ­წყვე­ტი როლი?

- უბ­რა­ლოდ, მას შემ­დეგ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და­სავ­ლელ კო­ლე­გებ­თან გან­ვი­თარ­და, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უფრო მომ­წიფ­და. და­სავ­ლეთს ახლა უფრო მკა­ფიო ინ­ფორ­მა­ცია და ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი აქვს. სხვა­თა შო­რის, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა, რომ 2008 წლის არ­ჩევ­ნებს ეუ­თოს სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მწვა­ვე შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა. ეს იყო ძა­ლი­ან მწვა­ვე დო­კუ­მენ­ტი და რო­გორც ჩანს, ვა­შინგტონ­სა და ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის დე­და­ქა­ლა­ქებ­ში სა­თა­ნა­დო დას­კვნა გა­მო­ი­ტა­ნეს.

- 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ხმის მი­ცე­მის დას­რუ­ლე­ბი­სას იყო ნიშ­ნე­ბი, რომ შე­საძ­ლოა, მოვ­ლე­ნე­ბი 2008 წლის სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ინ­ტენ­სი­უ­რად მი­მო­დი­ოდ­ნენ სპეც­და­ნა­ყო­ფე­ბი, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყ­ვნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბი, ზონ­დერბრი­გა­დებს რომ უწო­დე­ბენ. თუმ­ცა, შემ­დეგ ვი­თა­რე­ბა, ასე თუ ისე, გა­ნი­მუხ­ტა და ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მა­უ­წყებ­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ეკ­ზიტ­პო­ლე­ბი, რო­მელ­შიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ლი­დე­რობ­და. შე­სა­ბა­მი­სად, გაჩ­ნდა ვერ­სია, რომ გა­დამ­წყვეტ სა­ა­თებ­ში პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ოკე­ა­ნის გაღ­მი­დან და­უ­რე­კეს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც უკან და­ი­ხია.

- რა თქმა უნდა, ეს ვერ­სია შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი არ არის. მე მხო­ლოდ ის ვიცი, რომ ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ჰქონ­და ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია, რო­მელ­საც ამე­რი­კის ელჩი ახ­მა­უ­რებ­და. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლო­ბაც.

ბო­ლოს და ბო­ლოს, შე­დე­გიც იმ­დე­ნად მკა­ფი­ოდ იყო გა­მო­ხა­ტუ­ლი, რომ მისი უარ­ყო­ფა, ალ­ბათ, შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და.

- ალ­ბათ, ამას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბის მკაც­რი დე­მარ­შიც მოჰ­ყვე­ბო­და.

- არა მარ­ტო დე­მარ­ში, ეს იქ­ნე­ბო­და უმ­ძი­მე­სი დარ­ტყმა არა მხო­ლოდ ქვეყ­ნის იმიჯ­ზე, არა­მედ ის­ტო­რი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამ­გვარ­მა რე­ა­ლო­ბამ, რო­გორც ჩანს, ზო­გი­ერ­თი "გა­ცხე­ლე­ბუ­ლი თავი" ოდ­ნავ გა­აგ­რი­ლა. არა­და, მოვ­ლე­ნე­ბის ცუდი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მზა­ო­ბა რომ იყო, კარ­გად გა­მოჩ­ნდა ხა­შუ­რი­სა და ზო­გი­ერ­თი სხვა რა­ი­ო­ნის მა­გა­ლით­ზე. ჩვენ არ გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ, მა­გა­ლი­თად, რაც მოხ­და ხა­შურ­ში, ეს იყო ერთი უწეს­რი­გო მო­ქა­ლა­ქის ან აგ­რე­სი­უ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ლი­დე­რის გა­მოხ­დო­მა. ასე­თი თვით­შე­მოქ­მე­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ცოტა ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ირაკლი მენაღარიშვილი: "ემოციის დრო და ფუფუნება ჩვენ არა გვაქვს, რუსეთთან მოლაპარაკება ძალიან რთული პროცესია"

 ირაკლი მენაღარიშვილი: "ემოციის დრო და ფუფუნება ჩვენ არა გვაქვს, რუსეთთან მოლაპარაკება ძალიან რთული პროცესია"

საქართველო 1-ლი ოქტომბრისკენ 22 წელიწადი მიდიოდა გადატრიალებებით, რევოლუციებითა თუ მრავალთვიანი საპროტესტო აქციებით. 1-ელ ოქტომბერს კი ქვეყანამ დიდი და ისტორიული გამოცდა ჩააბარა. საქართველოს მოსახლეობამ დაამტკიცა, რომ უკვე თვითონ არის ხელისუფლების წყარო და წარსულს ჩაჰბარდა დრო, როდესაც მის ნებას ცესკოში გადასწორებული ოქმები გადაწონიდა ხოლმე. საქართველომ დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროს აჩვენა, რომ ნამდვილად იმსახურებს ევროპულ ოჯახში ყოფნას და ავანსები, რომელიც დასავლეთმა ჩვენს ქვეყანას მისცა, ტყუილად არ არის დახარჯული. თუმცა, რომ არა დასავლეთის მხარდაჭერა, ქვეყანაში მოვლენები, შესაძლოა, 2008 წლის არჩევნების და უფრო მძიმე სცენარითაც განვითარებულიყო. მეორე მხრივ, რომ არა ქართველი საზოგადოების მობილიზაცია და სიმტკიცე, აშშ-ისა თუ ევროკავშირის მეცადინეობა საქართველოს დემოკრატიზაციისთვის ფუჭად დარჩებოდა. "სტრატეგიული კვლევების ცენტრის" დირექტორი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ 1-ელ ოქტომბერს ზემოხსენებული ორი ფაქტორი ერთმანეთს დაემთხვა, რამაც პირველად საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა განაპირობა.

- გადამწყვეტი ორი ძირითადი ფაქტორი იყო: პირველი - ქვეყანაში ცვლილებები მომწიფდა და მეორე - საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია. შეიძლება გვითხრან, ქვეყანაში ვითარება დიდი ხანია მომწიფებული იყოო და 2008 წელი დაგვისახელონ. ალბათ, ამ აზრს უნდა დავეთანხმოთ. მაგრამ ჯერ ერთი, 2008 წელს არ არსებობდა არც საერთაშორისო თანამეგობრობის მზაობა, აქტიური როლი ეთამაშა საარჩევნო პროცესის კორექტულად წარმართვაში და არ ყოფილიყო მხოლოდ პასიური დამკვირვებელი და შემფასებელი და მეორე - პოლიტიკური გუნდი, რომელიც ახალ განწყობებს გამოხატავდა, არ იყო ორგანიზაციულად, თუნდაც პოლიტიკურად მზად. 1-ელ ოქტომბერს კი ამან ერთად მოიყარა თავი და მივიღეთ შესაბამისი შედეგი.

- საერთაშორისო თანამეგობრობის მზაობაში რას გულისხმობთ - აშშ-ის პირველი პირების განცხადებებს, რომ "ელოდებიან საქართველოში ხელისუფლების კვალიფიციურ გადაბარებას", თუ არჩევნებისთვის უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლას?

- ყველაფერს ერთად. დაწყებული პრეზიდენტ ბარაქ ობამას ცნობილი განცხადებით და დამთავრებული იმ ძალიან აქტიური პოზიციით, რომელიც ჰქონდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მისიას. აღსანიშნავია ასევე საელჩოების, განსაკუთრებით კი აშშ-ის საელჩოს პოზიცია. ყველაფერმა ამან გამოიწვია, ერთი მხრივ, საარჩევნო პროცესის დისციპლინირება და მეორე მხრივ, პრევენცია ბევრი ისეთი მოქმედებისა, რომელიც 2008 წელს მნიშვნელოვანწილად საფუძველი გახდა იმ შედეგისა, რომლითაც საზოგადოება იყო უკმაყოფილო. ვგულისხმობ, 2008 წლის არჩევნების შემდგომ ხმის დათვლისას დაფიქსირებულ უამრავ მიუღებელ ფაქტს.

- საინტერესოა, რატომ არ იყო მზად საერთაშორისო თანამეგობრობა 2008 წლის არჩევნებისას? რა, ოთხი წლის წინ ნაკლებად აღელვებდათ საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა თუ სხვა ფაქტორებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი?

- უბრალოდ, მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დასავლელ კოლეგებთან განვითარდა, დროთა განმავლობაში უფრო მომწიფდა. დასავლეთს ახლა უფრო მკაფიო ინფორმაცია და ობიექტური შეფასებები აქვს. სხვათა შორის, საზოგადოებაში არ გახმაურებულა, რომ 2008 წლის არჩევნებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მწვავე შეფასება მოჰყვა. ეს იყო ძალიან მწვავე დოკუმენტი და როგორც ჩანს, ვაშინგტონსა და ევროპული სახელმწიფოების დედაქალაქებში სათანადო დასკვნა გამოიტანეს.

- 1-ელ ოქტომბერს ხმის მიცემის დასრულებისას იყო ნიშნები, რომ შესაძლოა, მოვლენები 2008 წლის სცენარით განვითარებულიყო. ყოველ შემთხვევაში, ინტენსიურად მიმოდიოდნენ სპეცდანაყოფები, მობილიზებული იყვნენ "ნაციონალების" აქტივისტები, ზონდერბრიგადებს რომ უწოდებენ. თუმცა, შემდეგ ვითარება, ასე თუ ისე, განიმუხტა და ნაციონალურმა მაუწყებლებმა გაავრცელეს ეკზიტპოლები, რომელშიც "ქართული ოცნება" ლიდერობდა. შესაბამისად, გაჩნდა ვერსია, რომ გადამწყვეტ საათებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოკეანის გაღმიდან დაურეკეს და ხელისუფლებამაც უკან დაიხია.

- რა თქმა უნდა, ეს ვერსია შესაძლებელია, თუმცა, კონკრეტული ფაქტი ჩემთვის ცნობილი არ არის. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ამერიკის ადმინისტრაციას ჰქონდა ძალიან პრინციპული პოზიცია, რომელსაც ამერიკის ელჩი ახმაურებდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების მობილიზებულობაც.

ბოლოს და ბოლოს, შედეგიც იმდენად მკაფიოდ იყო გამოხატული, რომ მისი უარყოფა, ალბათ, შეუძლებელი გახდა.

- ალბათ, ამას საერთაშორისო საზოგადოებრიობის მკაცრი დემარშიც მოჰყვებოდა.

- არა მარტო დემარში, ეს იქნებოდა უმძიმესი დარტყმა არა მხოლოდ ქვეყნის იმიჯზე, არამედ ისტორიულ განვითარებაზე. ამგვარმა რეალობამ, როგორც ჩანს, ზოგიერთი "გაცხელებული თავი" ოდნავ გააგრილა. არადა, მოვლენების ცუდი სცენარით განვითარებისთვის მზაობა რომ იყო, კარგად გამოჩნდა ხაშურისა და ზოგიერთი სხვა რაიონის მაგალითზე. ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ, მაგალითად, რაც მოხდა ხაშურში, ეს იყო ერთი უწესრიგო მოქალაქის ან აგრესიული ადგილობრივი ლიდერის გამოხდომა. ასეთი თვითშემოქმედება ჩვენს ქვეყანაში ცოტა ძნელი წარმოსადგენია.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა