”ცუდ მასწავლებელს” სერიალად იღებენ

”ცუდ მასწავლებელს” სერიალად იღებენ

პოპულარული ფილმი "ცუდი მასწავლებელი", რომელშიც მთავარ როლს ცნობილი მსახიობი კამერონ დიასი ასრულებს, სატელევიზიო სერიალად იქცევა. სერიალი ტელეარხ CBS-ზე გავა.

"ცუდი მასწავლებლის" საპილოტე სცენარზე ჰილარი უოთსონი მუშაობს. ფილმის სცენარისტები ჯინ სტუპინცკი და ლი ეიზენბერგი კი სატელევიზიო სერიების პროდიუსერები იქნებიან.

hollywood reporter-ის ცნობით, სერიალის თითო ეპიზოდი 30-წუთიანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფილმი "ცუდი მასწავლებელი" ეკრანებზე 2011 წელს გამოვიდა და არნახული პოპულარობა მოიპოვა. მსოფლიოს მაშტაბით სურათმა 216 მლნ დოლარის მოგება მოიტანა.

ფილმში კამერონ დიასი მასწავლებლის როლს ასრულებს, რომელიც  კოლეგის გულის მოგებას ცდილობს. სურათში დიასს პარტნიორობას მომღერალი და მსახიობი ჯასტინ ტიმბერლეიკი უწევს.

მომზადებულია hollywood reporter-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება