ჩეკების გათამაშება დროებით შეჩერდა

ჩეკების გათამაშება დროებით შეჩერდა

ჩეკების გათამაშება დროებით შეჩერებულია. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, სერვისის შეფერხება ტექნიკურმა მიზეზებმა გამოიწვია.

"ჩეკების გათამაშება ტექნიკური პრობლემების გამო შეფერხდა. ამჟამად ხარვეზის გამოსასწორებლად ვმუშაობთ. სერვისით სარგებლობას მომხმარებელი უახლოეს მომავალში შეძლებს", - აცხადებს შემოსავლების სამსახურის PR-ის ხელმძღვანელი მაკა ფანქველაშვილი.

ჩეკების გათამაშება საქართველოში 18 აპრილიდან დაიწყო. გათამაშების ჩასატარებლად სახელმწიფომ 9 მლნ ლარი გამოყო.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"