12 წლის გოგონას ეინშტეინზე მაღალი IQ აქვს

12 წლის გოგონას ეინშტეინზე მაღალი IQ აქვს

12 წლის ოლივია მენინგი არა მხოლოდ ყველაზე ჭკვიან ბავშვად, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ადამიანად ითვლება.

მისი გონებრივი განვითარების კოეფიციენტი 162 ერთეულს უდრის. ეს საშუალო მაჩვენებელზე 100 ქულით მეტია.

გოგონამ ისეთ გონებრივად განვითარებულ ადამიანებს გაუსწრო, როგორიცაა ალბერტ ეინშტეინი და სტივენ ჰოკინგი. გამოჩენილი მეცნიერების IQ 160 ქულად არის შეფასებული.

გასაოცარი შედეგების წყალობით, გოგონამ საზოგადოება Mensa-ში გაწევრიანების მიწვევა უკვე მიიღო.

Mensa არაკომერციული ორგანიზაციაა. ის ისეთ ადამიანებს აერთიანებს, რომლებმაც IQ ტესტები საუკეთესოდ ჩააბარეს.  ორგანიზაციაში გაწევრიანების ერთადერთი მოთხოვნა - ინტელექტის მაღალი დონეა. Mensa ვუნდერკინდებისთვის შესაძლებლობების ფართო არეალს ხსნის.

თავად გოგონა ახალგაზრდა გენიოსის წოდებას სიმშვიდით ეკიდება.

"Mensa-ში გაწევრიანების შემდეგ დიდად არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ უფრო მეტად მცნობენ და მათი საშინაო დავალებების გაკეთებას მთხოვენ”,- ამბობს ოლივია.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს