სტუდია GNS-მა ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრობის რამდენიმე კანდიდატი დაასახელა

სტუდია GNS-მა ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრობის რამდენიმე კანდიდატი დაასახელა

სტუდია GNS-მა ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრობის რამდენიმე კანდიდატი დაასახელა. "კვირის რეპორტაჟის" ინფორმაციის თანახმად, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სოზარ სუბარი, საგარეო საქმეთა სამინისტროს - მაია ფანჯიკიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - კახი კალაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს - გურამ ოდიშარია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს - დავით კირვალიძე, ჯანდაცვის სამინისტროს - ამირან გამყრელიძე ჩაიბარებს.

დასაქმების სახელმწიფო სამინისტრო კი, GNS-ის ცნობით, სავარაუდოდ, გაუქმდება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, GNS-ის ინფორმაციით, ამ პოსტზე ნოდარ ჯავახიშვილი მოიაზრება.

ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრობის რამდენიმე კანდიდატი "მაესტრომაც" დაასახელა. ტელეკომპანიის ცნობით, მათთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ივანიშვილის მთავრობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის სამინისტროს - ირაკლი ალასანია, იუსტიციის სამინისტროს - თეა წულუკიანი, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლევან ყიფიანი ჩაიბარებენ.

გარდა ამისა, "ინტერპრესნიუსის" წყაროს ინფორმაციით, განათლების მინისტრად ბიძინა ივანიშვილი მაია მიმინოშვილს წარადგენს.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, "მაესტროს" ცნობით, ამ პოსტზე დავით უსუფაშვილი მოიაზრება, ხოლო ვიცე-სპიკერად - მანანა კობახიძე.

ბიძინა ივანიშვილი მთავრობის შემადგენლობას დღეს, 11:00 საათზე, კოალიციის ოფისში დაასახელებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა