მსახიობი დერილ ჰანა ტეხასში საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს. მსახიობი დიდი ხანია ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად იბრძვის.
დერილი 78 წლის ელეანორ ფეირჩაილდთან ერთად, რომელსაც ნავთობის პროექტის გამო მიწა წაართვეს, ტეხასში ნავთობსადენის მშენებლობის გასაუქმებლად აქციაზე გამოვიდა. მათ სხვა აქტივისტებთან ერთად ტექნიკას, რომელიც ახალი ნავთობსადენი Keystone XL-ისთვის ტერიტორიის გაწმენდას ცდილობდა, გზა გადაუღობეს, რის გამოც ისინი პოლიციამ დააპატიმრა.
მსახიობის წარმომადგენელმა, პოლ ბესისმა მედიას ინფორმაცია დაუდასტურა.
"მათ კანონი დაარღვიეს, კერძო ტერიტორიაზე არალეგალურად შეიჭრნენ",- აღნიშნავენ კომპანიის წარმომადგენლები.
შარშან მსახიობი თეთრ სახლთან საპროტესტო აქციის დროს დააპატიმრეს - დერილ ჰანა ნავთობსადენის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა.
მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.