მარნეულში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსა და გამგებელს შორის ინციდენტი მოხდა

მარნეულში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსა და გამგებელს შორის ინციდენტი მოხდა

მარნეულში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსა და მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა დეკანოიძეს შორის ინციდენტი მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დეკანოიძემ განუცხადა, "ქართული ოცნების" რამდენიმე მხარდამჭერი დღეს გამგეობის შენობაში შეიჭრა და თანამშრომლებს თანამდებობების დატოვება მოსთხოვა.

"ისინი ჩვენს გადადგომას ითხოვდნენ. იყო ფიზიკური ზეწოლა. ჩხუბის შედეგად სასტიკად არის ნაცემი ჩემი მოადგილის მძღოლი, რომელსაც წიხლები სახეში ურტყეს. მე ჩხუბის დროს წავიქეცი და ახლა საავადმყოფოში ვარ", - აღნიშნა მარნეულის გამგებელმა.

"ქართული ოცნების" მარნეულის შტაბის უფროსი თამაზ ენუქიძე კი დეკანოიძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი ინფორმაციით, თავად გამგებელი დაესხა თავს მის აქტივისტებსა და საოლქო კომისიის დამკვირვებლებს. "ინციდენტი საოლქო კომისიის შენობის წინ მოხდა და გამგეობის შენობაში არავინ შეჭრილა", - აღნიშნა ენუქიძემ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა