"ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს პირობა მისცა, რომ მათზე ზეწოლას ვერავინ გაბედავს. როგორც სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" მიმდინარე შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს ბიზნესმენმა ნაზი ალასანიამ განუცხადა, საშუალო ბიზნესს ყველაზე დიდი დახმარება სჭირდება, რადგან წლების განმავლობაში, მათზე იყო ზეწოლა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ნაზი ალასანიას უპასუხა, ის იქნება გარანტი, რომ ამიერიდან ვეღარავინ გაბედავს ბიზნესზე ზეწოლას.
"ოღონდ თქვენ არ დაექვემდებაროთ ზეწოლას. როგორც კი ვინმე მოახდენს ზეწოლას, თქვით, რომ ჩვენ შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.