ლაგოდეხის მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიების 3 მდივანი 2000-2000 ლარით დააჯარიმა.
საიას საჩივრის მიხედვით, ლაგოდეხის მე-15 ოლქის მე-13 ჭიაურის საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა მევლუდ სულაბერიძემ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი გადაასწორა და არ დაურთო შესწორების ოქმი. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილი შესწორებების გამო 2 000 ლარით დააჯარიმეს 35-ე განჯალის საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ლევან წიქვაძე.
ასევე, შემაჯამებელ ოქმში მონაცემების არასწორად შეტანისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა გიორგეთის 24-ე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, ირინე მელაშვილიც.