სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გვატემალაში მაიას ტომის დედოფლის საფლავი იპოვეს
გვატემალაში მაიას ტომის დედოფლის საფლავი იპოვეს

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა გვა­ტე­მა­ლა­ში მა­ი­ას ტო­მის დე­დოფ­ლის, კა­ლომ­ტე კა­ბე­ლის საფ­ლა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. აღ­მო­ჩე­ნის ერთ-ერთი ავ­ტო­რის, არ­ქე­ო­ლოგ დე­ვიდ ფრა­ილ­დე­ლის თქმით, ეს პირ­ვე­ლი მმარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც მა­ი­ას უმაღ­ლეს არის­ტოკ­რა­ტი­ას ეკუთ­ვნო­და და რომ­ლის სა­ხე­ლიც ზუს­ტად დად­გინ­და.

საფ­ლა­ვი უძ­ვე­ლე­სი ქა­ლა­ქის, ელ-პე­რუს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ტა­ძარ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამ საფ­ლავს არ­ქე­ო­ლო­გებ­მა სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მი­აგ­ნეს.

სწავ­ლუ­ლებ­მა ტაძ­რის მთა­ვარ კი­ბეს­თან ჩაზ­ნე­ქი­ლი ნი­ა­და­გი შე­ამ­ჩნი­ეს და იფიქ­რეს, რომ იქ შე­საძ­ლოა სი­ცა­რი­ე­ლე ყო­ფი­ლი­ყო.

გა­თხრის შემ­დეგ იქ საფ­ლა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. საფ­ლავ­ში გარ­და ნეშ­ტი­სა, მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო სხვა­დას­ხვა ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ნივ­თე­ბი, სამ­კა­უ­ლე­ბი, ჭურ­ჭე­ლი, თა­ბა­ში­რით შექ­მნი­ლი მმარ­თველ­თა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი და თა­ვად დე­დოფ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მის ახალ­გაზ­რდო­ბა­ში შე­ექ­მნათ.

მეც­ნი­ერ­თა მო­ნა­ცე­მე­ბით კა­მოლ­ტე კა­ბე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს უკვე ზრდას­რუ­ლი ქალი იყო.

კა­მოლ­ტე კა­ბე­ლი ცნო­ბი­ლი იყო მისი მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თით. ის სა­მე­ფოს და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­და. ის Kaloomte-ს ტი­ტულს ატა­რებ­და, რაც ქარ­თუ­ლად "უზე­ნა­ეს მებ­რძოლს" ნიშ­ნავს. ეს ტი­ტუ­ლი დე­დო­ფალს მის მე­უღ­ლე­ზე, მეფე კი­ნიჩ ბაჰ­ლამ­ზე მეტ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ანი­ჭებ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია france24.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გვატემალაში მაიას ტომის დედოფლის საფლავი იპოვეს

გვატემალაში მაიას ტომის დედოფლის საფლავი იპოვეს

არქეოლოგებმა გვატემალაში მაიას ტომის დედოფლის, კალომტე კაბელის საფლავი აღმოაჩინეს. აღმოჩენის ერთ-ერთი ავტორის, არქეოლოგ დევიდ ფრაილდელის თქმით, ეს პირველი მმართველია, რომელიც მაიას უმაღლეს არისტოკრატიას ეკუთვნოდა და რომლის სახელიც ზუსტად დადგინდა.

საფლავი უძველესი ქალაქის, ელ-პერუს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტაძარში აღმოაჩინეს. ამ საფლავს არქეოლოგებმა სრულიად შემთხვევით მიაგნეს.

სწავლულებმა ტაძრის მთავარ კიბესთან ჩაზნექილი ნიადაგი შეამჩნიეს და იფიქრეს, რომ იქ შესაძლოა სიცარიელე ყოფილიყო.

გათხრის შემდეგ იქ საფლავი აღმოაჩინეს. საფლავში გარდა ნეშტისა, მოთავსებული იყო სხვადასხვა ისტორიული მნიშვნელობის ნივთები, სამკაულები, ჭურჭელი, თაბაშირით შექმნილი მმართველთა გამოსახულებები და თავად დედოფლის გამოსახულება, რომელიც მის ახალგაზრდობაში შეექმნათ.

მეცნიერთა მონაცემებით კამოლტე კაბელი გარდაცვალების დროს უკვე ზრდასრული ქალი იყო.

კამოლტე კაბელი ცნობილი იყო მისი მებრძოლი ხასიათით. ის სამეფოს დაახლოებით 20 წლის განმავლობაში მართავდა. ის Kaloomte-ს ტიტულს ატარებდა, რაც ქართულად "უზენაეს მებრძოლს" ნიშნავს. ეს ტიტული დედოფალს მის მეუღლეზე, მეფე კინიჩ ბაჰლამზე მეტ უფლებამოსილებას ანიჭებდა.

მომზადებულია france24.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს